Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2201
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3064
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2307
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2281
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2200
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2679

ძებნა
მთავარი » 2012 » მარტი » 12 » თმის მოვლა
7:31 PM
თმის მოვლა
როგორ გამოვიყენოთ ლუდი, თმისთვის სასარგებლო რომ იყოს? თმის მოვლისა და გაჯანსაღებისათვის კიდევ რას გვირჩევთ? 

მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ლუდის ხარშვა დაიწყო, ამ საუცხოო სითხის არაერთი სამკურნალო თვისება იქნა აღმოჩენილი და გამოკვლევებით დადასტურებული. ლუდს ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიაში. მისი ორთქლი და აბაზანები მეტად სასარგებლოა არა მხოლოდ კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. თუ გაძლიერებული ოფლდენა გაწუხებთ, თბილ წყალს 2 ლიტრი ლუდი დაამატეთ და ასეთ აბაზანაში 15-20 წუთით ჩაწექით. აბანოში გავარვარებულ ქვებს ლუდს ასხამენ – მისი ორთქლი კანს ხავერდოვნებას სძენს. ლუდით თმის დახვევა ვარცხნილობის ფიქსაციის ძველისძველი და, რაც მთავარია, ყველაზე "ეკოლოგიური” მეთოდია. 

დღეს ლუდის საფუძველზე არაერთი შამპუნი და თმის კონდიციონერი მზადდება. ლუდის შეზელა, გარდა იმისა, რომ თმას განსაკუთრებულ ბზინვარებასა და ელასტიკურობას ანიჭებს, ხელს უშლის ცვენას. ამ მიზნით თბილი ლუდი კვირაში ორჯერ უნდა შეიზილოთ თმის ძირებში. ინტენსიური მასაჟის შემდეგ სასურველია თმა მთლიანად გაიჟღინთოს ლუდით, 20-25 წუთის შემდეგ კი თავზე თბილი წყალი უნდა გადაივლოთ. თავის დაბანის შემდეგ ლუდის გადავლება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ქერტლი აწუხებს. ლუდში შემავალი კომპონენტები კვებავენ თმის ძირებს, ღერებს, თავის კანს, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას, ხელს უშლიან ქერტლის წარმოქმნას, აჯანსაღებენ თმას, საოცარ ბზინვარებასა და ხიბლს სძენენ მას. 

გთავაზობთ თმის მოვლის რამდენიმე რეცეპტს: 
კარგად ათქვიფეთ კვერცხი და თავის დაბანამდე ნახევარი საათით ადრე შეიზილეთ თმის ძირებში. 
მშრალი თმისთვის რეკომენდებულია დაბანის შემდეგ თაფლიანი წყლის გადავლება: ერთ ჭიქა წყალს ერთი სადილის კოვზი თაფლი უნდა შეურიოთ. თაფლი არბილებს თმას და ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას. 
ცხიმიან თმაზე დაბანის შემდეგ სასურველია ლიმონიანი წყლის გადავლება (ერთი ლიმონის წვენი ერთ ჭიქა წყალზე). 
ქერტლის მოსაცილებლად შეათბეთ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, შეიზილეთ თმის ძირებში და მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით შეიზილეთ ლიმონის წვენი და 30 წუთის შემდეგ კარგად დაიბანეთ სუფთა წყლით. 
მტვრევადი, მშრალი და დაზიანებული (ფენისა და ხშირი ღებვისგან გაუხეშებული) თმისთვის რეკომენდებულია ასეთი ნარევი: აიღეთ ერთი ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა ზეითუნის ან შირბახტის ზეთი და 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ, შეიზილეთ თმაში და დილამდე დაიტოვეთ. ნარევი თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. ყოველი დაბანის წინ ინტენსიური მასაჟით შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, 2 საათს გაიჩერეთ და შემდეგ კარგად დაიბანეთ შამპუნით. ამ პროცედურის რეგულარულად ჩატარება თმას აჯანსაღებს. 
ნამდვილი ინა თმის საუკეთესო ბუნებრივი კონდიციონერია. ის ამაგრებს და კვებავს თმის ძირებს, არბილებს, ელასტიკურობას, ბზინვარებასა და პეწს ანიჭებს ღერებს. ინის ფხვნილს დაამატეთ 2 ს/კ ლიმონის წვენი, 2 კვერცხი და ცოტაოდენი ხაჭო. მიღებული მასა წაისვით თმაზე, 30 წუთს გაიჩერეთ და გულდასმით ჩამოიბანეთ. 
სასურველია, დაბანის შემდეგ თმაზე ულუმბოს თესლის ნაყენი გადაივლოთ (მცენარის თესლი წყალში მთელი ღამით გააჩერეთ, დილით კი გადაწურეთ). კარგია საათას ყვავილების ნაყენიც. სასურველია, წყალში ჩაყრამდე ყვავილები ხელით დააქუცმაცოთ. თუ გრილ წყალში ჩაყრით, მთელ ღამეს დატოვეთ, თუ ცხელში – 3-4 საათს. ნაყენის გადაწურვისას გაფუებული ყვავილები კარგად
გამოწურეთ.
კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1056 | დაამატა: Marie♥✿™ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 sally   (2012-03-12 10:08 PM) [Entry]
saintereso iyoooo

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 8:40 AM
თქვენი IP: 18.189.184.99
თარიღი: 2024-11-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz