მეორე დღეს დილით გვიან გავიღვიძე...და სკოლაში დამაგვიანდა. ეგ არაუშავს ორიანი ბევრჯერ მიმიღია. სპექტაკლის შემდეგ ძალიან პოპულარული ვიყავი. ყველა მაცილებდა სახლამდე და ძალიან კარგად ვცხოვრობდი. ასევე ახალი ამბავი გავიგე სკოლაში ახალი გოგო გადმოდისო მას სტელა ერქვა. იმის შემდეგ რაც გადმოვიდა ჩემზე პოპულარული იყო და ტეილორს ძალიან ეპრანჭებოდა.ტეილორსაც მოსწონდა ცოტათი. ალბათ გაინტერესებთ მისი ფოტო: -აი!
იგი ემეგობრებოდა სელენასაც ასევე კლასში ყველაზე ჭკვიანი მოსწავლის ვანესას დაქალი იყო. ყველა მას ემეგობრებოდა და მე დამივიწყეს!!! ყველა მეუბნებოდა -არაა სტელა ისეთი ცუდი რომ არ ემეგობროო! მაგრამ მე მაინც მარტო ვიყავი... ეეეეეჰ როგორ მეზარება დღიურის წერა რადგან მილიონი დავალება მომცემს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები და დღიური... ნახვამდის ძვირფასო დღიურო ........................................................................
|