მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » შენ აგირჩია და მას შენ გაბარებ
3:42 PM შენ აგირჩია და მას შენ გაბარებ |
ყოველ საღამოს როცა ბნელდება, ვუსმენ გულის ცემას როგორ ნელდება, ტირიფი ტირის და ნელა ბერდება, ყველა სულიერი შფოთავს, ღელდება.
ვწევარ მივდივარ უძირო ფიქრებში, თავი მგონია კუბოს ფიცრებში, თვალებს ვხუჭავ და ვცურავ სიზმრებში, გოგონას ვხედავ პერანგით სისხლებში.
მე ის გოგონა ძლიერ მიყვარდა, ჩემი იყო და ჩემთან მიმყავდა, უეცრად ჩვენში ქაოსი დამყარდა, ვიღაცა გამოჩნდა, ჩვენს შორის გამყარდა.
მისი წასვლისას გული კვნესოდა, ჩემთან იყო და ისევ ელოდა, ტირიდა, სტკიოდა მაინც მღეროდა, მზე ანათებდა, მაგრამ ბნელოდა.
სხვასთან წავიდა მე მიმატოვა, ლამაზი სიტყვები ჩემთან დატოვა, დადგა ზამთარი გული დათოვა, მოვიდა თოვლი და სითბომაც დამტოვა.
მისი ღიმილი ჯერ ისევ მახსოვს, მან მიმატოვა გული კი არ თმობს, მაინც განიცდის არა და არ გმობს, დავრჩი მარტო და ფიქრები მათბობს.
უცხო ხარ, მაგრამ მაინც ვაპარებ, შენთან ვგზავნი და მოკითხვას ვაბარებ, კეთილი გულით ღვთის კალთას გაფარებთ, შენ აგირჩია, და მას შენ გაბარებ.
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 956 |
დაამატა: kineza
| რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 1 | |
0
:*
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
შესვლის ფორმა |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 საათი: 5:13 AM
თქვენი IP: 18.222.98.29 თარიღი: 2024-11-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
Block title |
Block content |
Block title |
Block content |
|