პიცა - ბრტყელი გამომცხვარი პური, რომელიც
ჩვეულებრივ, დაფარულია ტომატის საწებლით,
პიცა წარმოადგენს იტალიურ, კერძოდ,
ნეაპოლიტანური სამზარეულოს ნაწილს, რომელმაც
დღესდღეობით სხვადასხვა კულტურებში ფართო
გავრცელება ჰპოვა.
როგორც ცნობილია, ძველი ბერძნები პურს სხვადასხვა
დანამატით, მათ შორის, ზეთისხილით, მწვანილით
და ყველით აცხობდნენ. ძველ რომში ცნობილი იყო
პური პლაცენტა, რომელსაც ასევე ყველით
კეთდებოდა. თანამედროვე პიცა ნეაპოლში წარმოიშვა.
იტალიურ ქალაქებში უახლოეს მომავალში
გამოჩნდება ავტომატები, რომლებიც პიცას გაყიდიან.
ეს აპარატი ბოლონიის უნივერსიტეტის
სპეციალისტებმა შეიმუშავეს. მანქანის შემქმნელის
განცხადებით, პიცა ავტომატი ყავის მანქანას ჰგავს,
განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ის პიცას
ამზადებს.
მყიდველი 4-დან ერთ სახეობას ირჩევს, შემდეგ
ხურდა ფულს აგდებს და 2 ნახევარ წუთში პიცა მზად
არის. ექსპრეს-პიცა 5 ევრო ღირს, ეს კი
რესტორანთან შედარებით ორჯერ იაფია.
|