მაწაწა სკოლაში დადის, მაგრამ დიდი არ გეგონოთ, ჯერ მეორე კლასშია.
ყურადღება და ამიტომ წერის დროს ასოები ერთმანეთში ერევა: წ-ს მაგივრად შ-ს წერს,უ ლ-ს მაგივრად ღ-ს, ნ-ს მაგივრად წ-ს, დ-ს მაგივრად ლ-ს, ხ-ს მაგივრად ძ-ს, ფ-ს მაგივრად თ-ს... მოკლედ, მაწაწას ნაწერი ნამდვილი რებუსია, კარგად თუ არ დაუკვირდი, ვერაფერს გაიგებ. თავის სახელსაც ასე წერს: მ ა წ ა წ ა. ამიტომ ყველა მაწაწას ეძახის, ისე, მანანა ჰქვია. - იცოდე, ყურადღებით წერე, - აფრთხილებს-ხოლმე მასწავლებელი. მაწაწა თავს დაუქნევს, კარგითო, მაგრამ მერე ათასი რამ გაახსენდება: ხან ეზოსა და გართობაზე ფიქრობს, ხან გემრიელ ნამცხვარზე, ხან საყვარელ მულტფილმზე... მოკლედ, ყველაფერზე ფიქრობს მაწაწა, წერის გარდა. - ძალიან უყურადღებოა, - ეუბნება-ხოლმე მაწაწას დედას მასწავლებელი. დედა ნერვიულობს, ცდილობს, როგორმე გამოასწოროს შვილი, მაგრამ არაფერი გამოსდის. ერთხელ მაწაწამ სიზმარი ნახა. არა, გასაკვირი არაფერია, სიზმარს ყველა ნახულობს, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ მაწაწა სიზმარში ზუსტად ისე ალაპარაკდა, როგორც წერდა.
|