უკვე დათბა და გაზაფხული ნამდვილად დაეტყო სამყაროს. სულ მალე ლამაზი გოგონებიმსუბუქკაბებში გამოწყობილნი, მაღალ ქუსლებზე დაუბრუნდებიან სწრაფი ტემპისა და რიტმის ცხოვრებას.
არ არსებობს ისეთი ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ერთჯერაც არ ჩაუცვამს კოხტა, მაღალქუსლიანები. ეს მართლაც ასეა. მაღალი ქუსლი ფეხს უფრო თხელს ხდის და ასევე აგრძელებს ფეხის წვივს, რაც რა თქმა უნდა ჩვენ უფროთავდაჯერებულს გვხდის. თუმცა, ყველა ჩვენთაგანმა იცის თუ რაოდენ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის მაღალქუსლიანები.
ის ფაქტი, რომ მაღალი ქუსლი დამატებით ზეწოლას ახდენს ხერხემალზე, ჩვენთვის ცნობილია არა სხვადასხვა მონათხრობებიდან და სამედიცინო სტატიებიდან, არამედ ეს შევისწავლეთ ჩვენი პირადი გამოცდილებიდან. ბევრი სამუშაოდან მოსული ქალბატონი ცდილობს გადაინაცვლოს დაბალძირიან ფეხსაცმელებზე, მაგრამ როგორ იყვნენ ისინი , ვისთვისაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი- ერთგვაროვანი უნიფორმაა?
საღმოობით ფეხი დასიებული გვაქვს და ხშირ შემთხვევებში ძალიან გვტკივა. სხვაგვარი პრობლემები, რომელიც მაღალი ქუსლის მოხმარების შემდგომ გვაწუხებს არც თუ ისე სახარბიელოა: თითების გაბტყელება, შეშუპებული ქუსლი, ზურგის ტკივილი და მუხლის ოსტეოართრიტი. მაგრამ დღეს ეს არ არის ჩვენი თემა!. გვინდა გესაუბროთ და გავიხსენოთ ყველა ის ხრიკები და ეშმაკობა რაც მაღალქუსლიანებთანაა დაკავშიირებული. პირველი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შეძენის დროს, ეს სტაბილურობაა. პრაქტიკულად, ნებისმიერი ახალი ფეხსაცმელი იწვევს დისკომფორტს და ტერფის დაზიანებას. სასურველია მოვიზომოთ ფეხსაცმლის რამოდენიმე მოდელი, რათა იქნას ამორჩეული ყველაზე მოსახერხებელი ზომა.
თუ თქვენთვის კომფორტული ფეხსაცმელი დიდი ზომისაა და მასში ფეხს თავისუფლად გრძნობთ, მაშინ შესაძლებელია ფეხსაცმლის უკანა ნაწილში ჩავაგოთ თხელი ტყავი.
თუმცა თუ თქვენ ძალზედ მოგეწონათ კონკრეტული ფეხსაცმელი და მისი დიდი ზომა არ მოიძებნება, ეს ნუ დაგაბრკოლებთ და შეგაშინებთ - შეგიძლიათ შეიძინოთ ისინი, მგრამ იმისთვის რათა შესაძლებელი იყოს მასში კომფორტულად სიარული, ფეხსაცმლის მონაკვეთი უნდა იქნას გაჭიმული. ამისათვის არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომლის გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებშიც. აპარატურას შესწევს ძალა საკუთარი ძალის გამოყენებით გაჭიმოს თქვენი ფეხსაცმელი:
მთელი დღე მაღალ ქუსლებზე სიარული შეუძლია მხოლოდ ნამდვილ ქალს! რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ქალები არ არიან "სუსტი" სქესის წარმომადგენლები. ამაზე მე ყოველთვის ვიხსენებ ჩაის რეკლამას: ლამაზი ქალი მაღალქუსლიანებზე შემდგარი მიდის ქუჩაში, გარჩემო მას ყველა დიდი ენთუზიაზმითა და გაოცებით შეჰყურებს, მაგრამ საკმარისია მან გადაკვეთოს საკუთარი სახლის ზღურბლი, ის მაშინვე იცილებმს მაღალქუსლიანებს და უფრო კომფორტულ ფეხსაცმელს იცვამს.
ასე რომ, თუ ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ფეხსაცმელი უფრო კომფორტული გახდეს, ამისათვის სხვადასხვა კომპანიებმა მოიფიქრეს ერთგვარი ხრიკები
1. თუ თქვენ საყვარელ ფეხსაცმელებს საყრდენი ძალზედ მოლიპული აქვს და თქვენ ცდილობთ დაფაროთ ისინი ბამბის ხავერდით, მაშინ თქვენთვისაც მოიძებნება ამ სიტუაციიდან გამოსავალი. - წებოვანი რეზინის ძირები. ისინი ძალზედ თხელია და მჭიდროდ ეკრობა ფეხსაცმლის საყრდენს. ეს დაგეხმარებათ იაროთ თქვენს საყვარელ ფეხსაცმელებში ყოველგვარი საფარის დახმარების გარეშე
2. თუ თქვენი ფეხსაცმლის საყრდენი დაქექილია, მაშინ ტქვენ დაგეხმარებათ ჯადოსნური წებოვანი ბალიშები. ისინი ძლიან რბილებია და მათი გამოყენება ყოვლად უსაფრთხოა.
3. თუ სანდალს აქვს ძალიან ბევრი თასმა, რომელიც მტკივნეულად ეკრობა თქვენს კანს, მაშინ ამ პრობლემის მოგვარებაც არ არის რთული. მსხვილი ლენტების ყიდვა თქვენ შეგიძლიათ ფეხსაცმლის აქსესუარების ნებისმიერ ონლაინ მაღაზიებში. მათ ასვე გააჩნიათ წებოვანი და მკვრივი ზედაპირი. ის ამავდროულად მყარად იცავს ფეხს შიგნიდან.
4. უფრო მეტი კომფორტისა და მყუდროობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი თხელი და რბილი ლანჩა. მისი საშუალებით თქვენ იგრძნობთ კომფორტს საოცრად მაღალ ქუსლზეც კი. ხოლო თქვენი ფეხსაცმელი აღარ დაიწყებს ძველებურად "კბენას" 5.თქვენთვის ალბათ ნაცნობია ამდაგვარი პრობლემები: დაბზარული მოსაპირკეთებელი ფილები, გადატეხილ ქუსლში ჩარჩენილი ჭანჭიკები. უსიამოვნო შეგრძნება ასფალტზე სიარულის დროს. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დატოვეთ, High Heeler-ის მცირე აქსესუარის დახმარებით. ეს არის პატარა დანართი, რომლის წამოგება შეიძლება ქუსლის წვეროზე. მისი დახმარებით თქვენ მიიღებთ იმ შედეგს რომელიც ასე გსურდათ
6. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ხრიკი! საგანგებო შემთხვევების გამო თქვენ თან ყოველთვის უნდა გქონდეთ თხელძირიანი ბალეტკები, რომლის სახელწოდებააRoll - up shoesდა ფეხსაცმლის ჩანთა. ეს არის ჩვეულებრივი ბალეტკები, მაგრამ ძალიან თხელი, თქვენ მისი ყუთში ჩადება და ჩანთით ტარება შეგიძლიათ. მას არ დაეთმობა დიდი სივრცე ვინაიდან აქვს ძალიან პატარა მოწყობილობა.
ექსპერტები ირწმუნებინ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არასოდეს დათმობს თავის პოზიციას და რადგან ასეა, მოდით გადავხედოთ სპეციალისტების რეკომენდაციებს და ვისწავლოთ სწორად სიარული ექსტრემალურ ფეხსაცმელზე. აღმოჩნდა, რომ არსებობს მაღალქუსლიანებზე სიარულის მთელი მეცნიერება. დააფიქსირეთ თქვენი პოზა - გამართული ზურგი, გასწორებული მხრები, - ნიკაპია მიმართულია წინ. ვაკეთებთ ნაბიჯებს - მუხლებს არ ვკეცავთ, ნელ-ნელა გადაგვაქვს წონა ქუსლებზე, ხოლო შემდეგ, სწრაფად და შეუფერხებლად ფეხის თითებზე. ვდგამთ ფეხს ერთ ხაზზე, ისე რომ თითებს ჰქონდეთ თავისუფლება. კიბეებზე გადავაადგილდებით შემდეგნაირად: ასვლისას ნაბიჯს ვდგამთ ერთდროულად ფეხისგულითა და ქუსლით. ხოლო ჩამოსვლისას მივენდოთ მხოლოდ ფეხისგულს. იტალიელებმა მოიფიქრეს ისეთი ტექნიკა, რომელიც ხელს უწყობს ქალს, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით თავისუფლად გადაადგილდეს. ეს არის მიმართულება აერობიკიკაში სახელად "სტილეტო". ინსტრუქტორები ამბობენ, რომ "სტილეტო" ასწავლის არამხოლოდ მაღალქუსლზე სწორად სიარულს, არამედ ქმნის გრაციოზულ და მოხდენილ სიარულს, ხსნის ტრამვას და აძლიერებს თავდაჯერებულობას.
პროგრესი არ დგას ერთ ადგილას . როგორც ჩანს, მომავალში გამოვა ისეთი მოწყობილები , რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ წუსლებზე სიარულს და მის ადაპტირებას. სწორედ იმათთვის ვინც აფასებს სილამაზეს.