"...სულმა სილამაზე ვეღარ დაიტია
სხეულზე გადმოგღვრიათ ვხედავ,
ლამაზი ღიმილით სამყაროს ათბობთ და
რა ტკივილებს მალავთ ნეტავ?!
ერთხელ ავირეკლე სევდიანი თვალები,
მას მერე ფიქრები მტანჯავს....
ნუთუ შეიძლება მუდამ იღიმოდე
თუ გულით ტკივილი დაგაქ....
როცა ჭაღარას მზერას აარიდებ სარკეში,
ხელის კანკალით დაგექცევა სუფაზე ღვინო,
მაშინაც მინდა, რომ შენთან ვიყო და
ძველებურად ისევ მიყვარდე....
აკაციის ქვეშ ვიდექით და სამნი ვსველდებოდით, მე, შენ და აკაცია. შენ აკაციის ტოტი მომაწოდე: ვუყვარვარ... და ტოტს ერთი ფოთოლი შერჩა, შენ აკაციის ტოტი ხელიდან გამომგლიჯე, თითქოს ამით ჩემი დამშვიდება გსურდა, მას შემდეგ აღარ შემხვედრიხარ და აი გუშინ დაგინახე, წვიმიანი ამინდი იყო.
ბურუსში შენი ლანდი გავლანდე, ვიღაცის სიცილი მიგაცილებდა მასაც აკაციის ტოტი ეჭირა ხელში. მინდოდა მივსულიყავი და მეთვა:"დაუჯერე აკაციის ტოტს!" მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე, ცემლები მოვიწმინდე და გზა განვაგრძე...
ნამდვილ ჯამბაზს, - ჩაილაპარაკა ქალმა და შეფიქრიანდა,
- ნამდვილ ჯამბაზს, რაც მთავარია, თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს...
ქალის სილამაზე არა მის სხეულსა ან ჩაცმულობაშია, არც მის თმაში, ქალის სილამაზე მის თვალებში უნდა დაინახო იმიტომ რომ მისი თვალები კარია მისი გულისაკენ-იმ ადგილისაკენ სადაც სიყვარული ცხოვრობს,,
მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ, როცა სიტყვები დაგავიწყდება...
ის გზა და ბილიკი გახსოვს?
აჩრდილი გაფოთლილი თუთის
-რომელი თუთა ქალო
ქმარი შეჰყურებს და უკვირს
თუ გახსოვს წისქვილი ძველი
საფქვავი დაგვქონდა ერთად
-რომელი წისქვილი ქალო
წისქვილში რა მინდოდა შენთან
-როგორ მომიტაცე გახსოვს?
როგორ ამიხილე თვალი
-ღმერთმანი ტყუილია ქალო
ბრაზდება ასწლოვანი ქმარი.
შვილთაშვილები კი ამ დროს
ხითხითით იკლებენ ბინას
დედაბერს მოგონება ათრობს
ბერიკაცს რა ხანია სძინავს...
არასოდეს ატკინო გული იმ ადამიანს,ვინც შენს თვალებში საკუთარ სიცოცხლეს ხედავს!
თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ :*...