იყო და არა იყო რა…
ბავშობაში ზღაპარს რომ მიკითხავდნენ, ყოველთვის ასე
იწყებოდა… ყოველთვის ყველაფერი ასე იწყება… ჩვენი
ამბავიც ასე დაიწყო…
იყო და არა იყო რა… იყავი შენ და ვიყავი მე… ერთად კი
„ჩვენ" ვიყავით…
იყო და არა იყო რა, იყო პირველი შეხვედრა…
იყო და არა იყო რა, იყო უამრავი სიტყვა…
იყო და არა იყო რა, იყო პირველად ნათქვამი „მიყვარხარ" … იყო და არა იყო რა, იყო პირველი კოცნა…
იყო და არა იყო რა… ეს სიყვარული იყო…
[b]„ჩვენ" ერთმანეთით ვცხოვრობდით და იმდენად კარგები
ვიყავით ერთად, რომ სამყაროს შურდა ჩვენი… „ ჩვენ" ერთმანეთის მეტი არაფერი გვჭირდებოდა, არავინ და არაფერი…
„ჩვენ" იმდენად გვიყვარდა ერთმანეთი, რომ არ არსებობდა
ჩვენთვის დრო, არაფერი გვაკავშირებდა ამ სამყაროსთან…
„ჩვენ" ჩვენი სამყარო გვქონდა, სადაც მარტო „ჩვენ" ორნი
ვიყავით, სხვას არავის ვუშვებდით…
დრო გადიოდა…
„ჩვენ" ისევ „ჩვენ" ვიყავით და ვფიქრობდით, რომ ასე
იქნებოდა მუდამ… მუდამ…[/b]
ადრე თუ გვიან ყველა ზღაპარი მთავრდება, დამთავრდა „
ჩვენი" ზღაპარიც…
იყო და არა იყო რა…
იყო ტკივილი…
იყო და არა იყო რა…
იყო უამრავი ცრემლი…
იყო და არა იყო რა…
იყო უამრავი მცდელობა ყველაფრის თავიდან დაწყებისა…
იყო და არა იყო რა…
ეს განშორება იყო…
……………………………………………………………………………………………………………………
მარადიული არაფერია… არც ტკივილი გრძელდება
სამუდამოდ, რაღაც გულში ისევ იღვიძებს და ყველაფერი
თავიდან იწყება…
იყო და არა იყო რა…
by sally
|