Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2201
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3064
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2307
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2281
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2200
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2679

ძებნა
მთავარი » 2012 » იანვარი » 7 » გილოცავთ ქრისტეშობას
1:08 PM
გილოცავთ ქრისტეშობას

ქრისტეს შობა

ოცდაერთი საუკუნის წინ, ერთ სუსხიან ღამეს, ბეთლემის მახლობლად მწყემსები ცეცხლს მიფიცხებოდნენ. მოულოდნელად, მათ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და შეშინებულ მწყემსებს ახარა: ნუ გეშინიათ, მე სასიხარულო ამბავს გაუწყებთ: წადით ბეთლემში, დღეს იქ, საქონლის ბაგაში იშვა მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა – ქრისტე. თქვენ მას ნახავთ თავის დედასთან ერთად, ჩვრებში შეხვეულს. ამ დროს ციდან უთვალავ ანგელოზთა გუნდი დაეშვა, რომელიც გალობდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". 



გახარებული მწყემსები სასწრაფოდ გაემართნენ მინიშნებული ადგილისაკენ. მათ, მართლაც, იხილეს ყრმა იესო,თაყვანი სცეს მას და ადიდებდნენ ღმერთს ასეთი დიდი წყალობისათვის.

იმ ხანებში იუდეის საზღვრებს მოადგა სამი მოგვი სპარსეთიდან. უცნაური ამბავი მოიტანეს მოგვებმა: ცაზე უცხო ვარსკვლავი გამოჩნდა, ასეთი ვარსკვლავი მანამდე არ ყოფილა. ეს მეუფის დაბადებას მოასწავებს. ჩვენ გამოვყევით ვარსკვლავს და თქვენს სამეფოში მოგვიყვანა. გვიჩვენეთ თქვენი მეუფე, რომელიც ამქვეყნად იშვა.

ყველა შეაშფოთა ამ ამბავმა, განსაკუთრებით მეფე ჰეროდე, რომელიც ტახტზე უკანონოდ იჯდა. არავინ უწყოდა, სად იშვა ქრისტე. მაშინ მოუწოდეს რჯულის მცოდნეებს და ჰკითხეს, რას ამბობენ წინასწარმეტყველები იესო ქრისტეს შობაზეო. მათ კი მიუგეს, მეუფე, მხსნელი ჩვენი უნდა იშვას ბეთლემში, დავითის ქალაქში. მეფემ სასწრაფოდ გაგზავნა მოგვები ბეთლემში და დააბარა: ნახეთ ის ყრმა და დაადგინეთ, სად არის, რათა მეც მივიდე და თაყვანი ვსცე მას.
გულში კი სულ სხვა რამ განიზრახა. მას ყრმა იესოს მოკვლა სურდა, რომ მეფობაში არ შეცილებოდა.

მოგვები გზას გაუდგნენ. ამ დროს ისევ გამოჩნდა უცნაური ვარსკვლავი, იგი მათ მიჰყვებოდა და გზას უნათებდა. ბოლოს, როდესაც ბეთლემს მიუახლოვდნენ, ვარსკვლავი ერთი გამოქვაბულის თავზე გაჩერდა. მოგვები შევიდნენ შიგ და ქალწულ მარიამის მკლავებში იხილეს საკვირველი ყრმა. მოგვები მუხლებზე დაეცნენ და თაყვანი-სცეს ადამიანა მოსულ მაცხოვარს. შემდეგ საუნჯე გახსნეს და იესოს ძღვენი მიართვეს. ეს იყო: ოქრო, გუნდრუკი და მური.

ამის შემდეგ უფლის ანგელოზი გამოეცხადა მოგვებს და მეფის ბოროტი განზრახვა ამცნო, თან უბრძანა, აღარდაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, არამედ სხვა გზით წასულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში. მოგვები ასეც მოიქცნენ.

აი, ასე მოკრძალებულად იშვა ამქვეყნად უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ამით თავმდაბლობის მაგალითი დაგვისახა. ანგელოზთა პირით კი უდიდესი მცნებები გვიქადაგა: სიყვარული უფლისა მთელი არსებით, სულითა და გულით დასიყვარული მოყვასისა, როგორც საკუთარი თავისა. ეს ორი მცნება ჯვარს გამოსახავს: ღვთისადმი სიყვარული ვერტიკალურ ღერძს ქმნის, მოყვასისა კი – ჰორიზონტალურს. თუ ჩვენ ამ ორ მცნებას აღვასრულებთ, გამოვა, რომ ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი ჯვარი. ეს კი აუცილებელია, რადგან ჯვრის ტვირთვის გარეშე არ არსებობს არც აღდგომა.

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1512 | დაამატა: -Marriammi♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
0  
2 nikaa   (2012-01-09 3:11 PM) [Entry]
gilocavt !! mgari saitiaa dzaan :) magrebi xart <3333

+1  
1 saba_saba   (2012-01-07 5:20 PM) [Entry]
gilocavt yvelas

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 4:53 AM
თქვენი IP: 3.129.247.250
თარიღი: 2024-11-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz