ბრიტანეთში მცხოვრები 21 წლის სტუდენტი, კერი ტრებილკოკი, უცნაური დაავადებით იტანჯება. გოგონას ჩვეულებრივი საჭმელი არ იზიდავს და უპირატესობას ჭურჭლის სარეცხ გელებსა და არომატიზებულ საპნებს ანიჭებს. ბანაობის დროს კერი თავს ვერ ერევა და ლიმონის ან ლაიმას ქაფით გაჟღენთილ ღრუბლებს სულმოუთქმელად სანსლავს. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე უკვე 4000 შეჭმული ღრუბელია. ექიმებმა გოგონას ანკილოსტომოზის დიაგნოზი დაუსვეს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები პარაზიტი იწვევს. ამ სენით კერი 2008 წელს მაროკოში მოგზაურობისას დაავადდა. ქალიშვილს ძალზე რცხვენია, ამხანაგებს გაუმხილოს თავისი უცნაურობის ამბავი და მათთან კონტაქტს მაქსიმალურად ერიდება, რაც გოგონას ფსიქიკაზე, ცხადია, უარყოფითად აისახება. ამჟამად კერი ექიმებთან მკურნალობს და ფსიქოლოგის კონსულტაციებსაც გადის.
|