|
მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » წიგნის კითხვის მანერა და ხასიათი
7:09 PM წიგნის კითხვის მანერა და ხასიათი |
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანის ბუნება თითოეულ მის ჟესტში, მოძრაობასა და მოქმედებაში ვლინდება. თურმე, იმისდა მიხედვით, თუ კითხვისას როგორ ზიხარ, შენი ხასიათის თავისებურებები ჩანს.
კითხვისას წიგნი ხელებით გიჭირავს
ყოველდღიურ ცხოვრებაში ცივი, გულგრილი და აუღელვებელი ხარ. შეგიძლია ყველგან და ყოველთვის აკონტროლო და მართო შენი ემოციები. "რკინის ნიღბის" მიღმა იფარება შენი მისწრაფება - წინასწარ დაიცვა თავი გარშემო მყოფთა ზედმეტი ყურადღებისგან. ეს კი ნამდვილად ზედმეტია. ცოტა მოეშვი, განიტვირთე, მიიხედ-მოიხედე და დარწმუნდები, რომ ცხოვრება მშვენიერია.
კითხვის დროს თავი ხელზე გაქვს დაყრდნობილი
სიმშვიდისა და შინაგანი ჰარმონიის იშვიათი უნარით ხარ დაჯილდოებული. ძნელად თუ აგაღელვებს რამე. შენს ახლობლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა შენში ენთუზიაზმის ნაპერწკალი გააღვივონ. ერთნაირი ხარ ყველგან - სახლში, სამსახურში, მეგობრებთან.
მუდმივი სიმშვიდე - ნირვანა - ეს რა თქმა უნდა, შესანიშნავი რამაა, მაგრამ ცოტაოდენი ცეცხლიც და... ნამდვილად არ ინანებ.
კითხვის დროს ხელები მუხლებზე გიწყვია
ემოციათა ზღვა - ეს შენი სტიქიაა. თუმცა, ამით კმაყოფილი ნამდვილად არ ხარ. მუდმივად გეშინია, რომ თავს ვერ გააკონტროლებ და ისეთ რამეს ჩაიდენ, რაც შენს გულსა და გონებას ეწინააღმდეგება. რატომ აკრიტიკებ გამუდმებით თავს? ხანდახან მართლაც შეიძლება "აფრების აშვება".
წამოწოლილი კითხულობ
ბავშვური გულუბრყვილობა შენი მომხიბვლელობის მთავარი საიდუმლოა. ყოველთვის გაინტერესებს, რა ხდება შენ ირგვლივ. ხშირად გადასახლდები ხოლმე იმ წიგნის სამყაროში, რომელსაც კითხულობ. ეს ნამდვილად კარგად გამოგდის.
ის კი არა და, ხშირად წაკითხულის მიხედვით ცხოვრობ. უნდა დაიმახსოვრო, რომ ზომიერების გრძნობა საუკეთესო რამაა. წიგნიერი გამონაგონი რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის არ გამოგადგება. გაფრთხილდი: ცაში აფრენილი, მოულოდნელად მიწაზე არ დაენარცხო.
კითხვის დროს ფეხები სკამზე გაქვს შემოწყობილი
წიგნის კითხვის შენეულ მანერაში არის რაღაც არისტოკრატიული. თითქოს შენი სურვილით კი არ კითხულობ, წიგნები თვითონ "გთხოვენ" წაკითხვას და შენც, მათ დროსა და ყურადღებას იძულებით უთმობ. რა საჭიროა ასეთი ქედმაღლობა? წიგნებში ბევრ ისეთ რამეს იპოვი, რაზეც დაფიქრება ნამდვილად ღირს.
სახეზე ხელებშემოჭდობილი კითხულობ
მგრძნობიარე, ნერვიული და მერყევი პიროვნება ხარ. დაძაბული კითხულობ და ცდილობ, სწორად გაიგო და ჩაწვდე წაკითხულს, დაიმახსოვრო იგი. იმიტომ ხომ არ შემოიჭდე სახეზე ხელები, რომ სულ პაწაწინა საინტერესო აზრიც კი არ გაგისხლტეს?
ასე ძნელია შენთვის ერთ საგანზე კონცენტრირება? მერე რა?! შენნაირი ამქვეყნად ბევრია. ჯობს დამშვიდდე, მოეშვა, ნუ მოითხოვ საკუთარი თავისგან ბევრს და დანარჩენი თავად მოგვარდება.
|
კატეგორია: რჩევები |
ნანახია: 973 |
დაამატა: sally
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
შესვლის ფორმა |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 საათი: 4:54 AM
თქვენი IP: 18.222.166.127 თარიღი: 2024-11-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
Block title |
Block content |
Block title |
Block content |
|