|
მთავარი » 2012 » იანვარი » 6 » ტუჩი....
|
- მსხვილი ტუჩები - ემოციურობის, სექსუალურობისა და მგრძნობიარობის მაჩვენებელია.
- თხელი ტუჩები - საკუთარ თავში ჩაკეტილ, ნაკლებად კონტაქტურ ადამიანებს აქვთ. ხშირად ცხოვრებაში წარუმატებლები არიან და მტკივნეულად აღიქვამენ გარშემო მყოფთა წარმატებებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეგობრები მათთვის ძალიან ძვირფასია და ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად.
- ოდნავ წინ წამოწეული ზედა ტუჩი - მიგვანიშნებს მიზანდასახულ, თავდაჯერებულ, თავმოყვარე და ამბიციურ ადამიანზე. ის "მუდამ მართალია", ყოველთვის ცდილობს, თავისი გაიტანოს და არად დაგიდევთ სხვათა შეხედულებებს.
- ოდნავ დიდი ქვედა ტუჩი - უმეტესწილად, ეგოისტი, გაუწონასწორებელი და მერყევი ხასიათის ადამიანების დამახასიათებელია. მათთან ურთიერთობა რთულია, რადგან გარშემო მყოფთა მიმართ ზედმეტად მომთხოვნები არიან და ყოველთვის ცდილობენ სხვებზე დომინირებას.
- მკვეთრად მოხაზული კონტურის ტუჩების პატრონები - არაამბიციურ ადამიანთა რიგს მიეკუთვნებიან. მათ მცირედიც აკმაყოფილებს, არ აგებენ ოცნების კოშკებს, გამოირჩევიან კონსერვატიულობით. აკლიათ თავდაჯერებულობა და ხშირად ეუფლებათ დეპრესია.
ნიღბები ტუჩების მოსავლელად
როდესაც სახის კანის მოსავლელი პროცედურების ჩატარებას იწყებთ, არც ტუჩები უნდა დაივიწყოთ, ისევე, როგორც სახის კანზე, ტუჩებზეც მოქმედებს ატმოსფერული მოვლენები - მზე, ქარი, ყინვა... ტუჩის კანი შეიძლება იყოს მშრალი ან ცხიმიანი. თუ ტუჩები გამომშრალი გაქვთ, აუცილებლად უნდა წაისვათ მკვებავი კრემი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი დასკდება, აიქერცლება და ამ ხარვეზს ყველაზე ხარისხიანი პომადაც კი ვერ დაფარავს.
- ქარში ტუჩები რომ არ დაგისკდეთ, კიტრის ან სტაფილოს წვენში არეული თაფლის, არაჟნისა და ხაჭოს ნაზავი დაიდეთ. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ და მცენარეული ზეთი გადაისვით.
- თუ ბაგეზე კანი დამსკდარი გაქვთ, გახეხილ ვაშლში აურიეთ 1 ჩ/კ კარაქი და ნაზავი 15-30 წუთით გაიჩერეთ. ეს ნიღაბი აუცილებლად დაგირბილებთ ტუჩებს.
- თუ ამგვარი ნიღბის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, მაშინ, უბრალოდ, თაფლი გამოიყენეთ. ტუჩების ვარჯიში
- ტუჩები წინ წამოსწიეთ და პირი ოდნავ გააღეთ. შემდეგ დამუწეთ და ტუჩები მოადუნეთ. გაიმეორეთ 10-20-ჯერ.
- ქვედა ყბა რიგრიგობით ამოძრავეთ მარჯვენა და მარცხენა მიმართულებით. ვარჯიში 10-20-ჯერ გაიმეორეთ.
|
კატეგორია: რჩევები |
ნანახია: 943 |
დაამატა: Gi0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
შესვლის ფორმა |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 საათი: 5:01 AM
თქვენი IP: 13.58.28.196 თარიღი: 2024-11-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
Block title |
Block content |
Block title |
Block content |
|