Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2201
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3064
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2307
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2281
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2200
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2679

ძებნა
მთავარი » 2012 » იანვარი » 16 » სასაცილო სტატუსები
8:24 PM
სასაცილო სტატუსები
"მე საშობაო არდადეგებზე წავედი და სანამ ჩამოვალ თავში კლავიატურა გიხლია” – მუზის მიერ ბლოგის "draft”-ებში დატოვებული შეტყობინება

…ვინაიდან კლავიატურა "ნოუთბუქზეა” მიმაგრებული (რის გამოც მისი თავში ბრახუნი ცოტა მოუხერხებელია), გადავწყვიტე თვითდასახიჩრების ნაცვლად, უმუზობის ჟამს აპრობირებული ერთი ძველი ხერხისათვის მიმემართა:


1. "ტრადიციის გამო მ–ტრად იცია–ნ გადაკიდება”

ინსტრუქცია (ურწმუნოთათვის): როდესაც ქართული ტრადიციული სუფრა ეშხში შევა, წამოდექით, ვისიმე საპატივსაცემოდ დასალევად დაწესებული "განსხვავებული” სასმისი უარყავით და ხმამაღლა განაცხადეთ, რომ ამგვარი "კუჭ-თირკმელური სუიციდი” რამდენიმე არაშინაგან ორგანოზე გკიდიათ… გონზე მოსვლის შემდეგ კი, შეგიძლიათ (გატეხილი) თავი "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”–ოთი დაიმშვიდოთ;

"მოსაწ(ვ)ევი სიკვდილისათვის"

2. "სიგარეტი გაბოლდება…
და ფილტვების გა–bold-ება
მერე ნახეთ”

კომენტარი: "ჰაიკუ” პოეზიის იაპონური ჟანრია, სადაც სამი – ხშირად სულელური – სტრიქონის ურთიერთშერწყმით, "პოეტთა” გილდიაში შესასვლელად თამამი განაცხადი შეგიძლიათ გააკეთოთ. მთავარია, ამ პატარა ნაშრომში იმდენად ღრმა ფილოსოფია ჩადოთ, რომ დასასრულს მკითხველმა "მდააჰ” (საეჭვო მზერითა თუ ინტონაციით) წარმოთქვას და კინკრიხოს ქექვის პარალელურად, შემაშფოთებლად ჩაფიქრდეს.

მაგ: "ტრულაილა ხელებს სულ იბანს,
ფული კი
ხელის ჭუჭყია”

3. "დამეკარგე და მე-კარგ-ე" ("რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები”-ს მოტივებზე)

მცირე განმარტება: რა თქმა უნდა, არ ვცდილობ, რომ თავი გალაკტიონს (ინტრიგანებისთვის) და გალაქტიონს (პოტენციური ინტრიგანებისთვის) რამენაირად შევადარო.

4. "2G” - "ცვაიგი” – მეორე თაობის მწერალი

ლინგვისტური ჩარევა: "2″ (გერმ.) – "zwei” – "ცვაი”
"2G” – "second Generation”

5. "მეყვარება მარად "ონა”
- იფიცება მარადონა

სისულელის გამართლება: "გაჩნდა სასაუბრო თემა, ონამ გაგვაოცა ყველა” –ს საპირწონედ შექმნილი სლოგანი. საერთოდაც, მე თუ მკითხავთ, "ონას” სარეკლამო ტექსტის მომფიქრებელი გაქანებული "ონა”–იზმის მსხვერპლი უნდა იყოს…

(ციკლიდან "თუ გინდათ, მაინცდამაინც დეფისს ნუ იგულისხმებთ”)

"შავი ვერსია"

6. "დავით (დეფი) გოგიბედაშვილის ადგილზე, ჩემი რჩეული ლექსების წიგნს გამოვცემდი და "–” -ს დავარქმევდი – (ციკლიდან "ეწეროს აქაც, ვაიდა, მართლა გამოსცეს”)

შენიშვნა: იმ მტკიცე აზრით აღშფოთებულებმა: "ვაი, შე გოიმო, ეგ "დეფისი” კი არა, "დეფიზი”–აო, დააჭირეთ აქ და კომენტარებში ნუღარ მიმანიშნებთ, რომ გრამატიკის აზრზე არ ვარ.

7. "ქართული "წინ” და ინგლისური "win” იდეურად ნამდვილად მსგავსია”

წყარო: ნებისმიერი საომარი ჟანრის ფილმი, სადაც მეთაური ბრძოლის წინ ხმალს ზევით იშვერს და "წი–ინ გამარჯვებისაკენ”–ს ყვირის

8. "თუმანი – too money” – თუმანიც ფულია

9. "პარადოქსია, მაგრამ დღევანდელ სამყაროში ერთადერთი "პი” არის "პიარის” გარეშე დარჩენილი” – 3,14–ისა და ჰიპერბოლების მოყვარული ირაციონალური ადამიანი 

10. "მეც წამიყვანე ანუბის
მეც წამიყვანე… ანუ, BIS!” – ჯულიეტას უკანასკნელი (თეატრალური) სიტყვები (რომეოს სიკვდილის შემდეგ)

ანუბისი – სიკვდილის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში

11. "ქართულ ენაში ყველაზე შეურაცხყოფილი სიტყვა თავად "შეურაცხყოფაა” – სახეაწიწმატებული ენათმეცნიერი

წყარო: შეურაწყოფა, შეურაძყოფა, შეურაცხოფა, შეურაწხოფა, შეურაწყოფა, შეურაწხყოფა…

12. თორნიკე ღვთაებრივი წარმოშობის სახელია. მამა – "თორი” – (thor) – ელვისა და და ჭექა–ქუხილის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. დედა – "ნიკე” – გამარჯვების ქალღმერთი – ბერძნულში.

13. "თU BAD РУКИ" გაქვს ადამიანს, ყველაფერი უბადურკი გამოგივა” – ცხოვრებისეული გამოცდილება

14. "ნეტა ვაკელი ინგუშები (პასპორტული სახელით: ინგა) კავკასიელ ინგუშებში თუ ჩაითვლებიან?” – ჩრდილოეთ კავკასიის დემოგრაფიის მკვლევარი დაბნეული სოციოლოგი
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1031 | დაამატა: -Marriammi♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 4:46 AM
თქვენი IP: 18.190.219.178
თარიღი: 2024-11-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz