Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2201
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3064
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2307
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2281
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2200
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2679

ძებნა
მთავარი » 2012 » იანვარი » 13 » სად არის ბავშვის ადგილი, როცა ოჯახში სტუმარი მოვა?
5:52 PM
სად არის ბავშვის ადგილი, როცა ოჯახში სტუმარი მოვა?
ოჯახი – ქართული ტრადიციის განუყოფელი ნაწილი, სიწმინდე, სისპეტაკე და ადამიანის ზნეობის განმსაზღვრელი მთავარი კოეფიციენტი. თუ ოჯახი არ გივარგა, რაც უნდა წარმატებული და სასახელო გაიზარდო, ვიღაც მაინც ღვარძლიანად ჩაიბუტბუტებს, მაგის ოჯახი კი ვიცი, რაც არისო. კარგი ოჯახიშვილობა კი შლეიფივით მოგყვება და ხშირად ისე გიცავს ეჭვიანი თვალისგან, როგორც ქოლგეითი – კარიესისაგან (ერთხელაც იქნება, პროდაქტ პლეისმენტში ფულს მოვთხოვ. ბოლოს და ბოლოს, მე-10 კლასიდან მარტო ამით ვიხეხავ). ჰოდა, როდესაც ასეთ (ანუ კარგ) ოჯახში სტუმარი მოვა, სად უნდა იყვნენ ამ დროს პატარები?

რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. მე-4 კლასში ვიგრძენი, რომ გონება გამეხსნა და ფლომასტერებით მივცხებდი ხოლმე. ასე ივსებოდა სახატავი რვეულები ძეგლების ჩანახატებით, მეფეების პორტრეტებით და წყალქვეშიდან დანახული მოცურავე გედის სურათებით. ამას იმიტომ ვყვები, რომ სტუმრების მოსვლისას მამაჩემი ჩემი ნამოქმედარის გამოფენას აწყობდა ხოლმე. თვალწინ მიდგას ის მომენტი, როცა ერთ ოთახში გამალებული ვხატავ, მეორეში კი სუფრაა გაშლილი და წუთი-წუთზე ველოდები, როდის მიხმობენ ჩემივე ნახაებიანად. მეც საუკეთესოებს გადავარჩევ და მორიდებულად შევდივარ. რამდენიმე წუთში გაოცებული (არ ვიცი, რამდენად) ბიძები ქებითა და სადღეგრძელოებით მავსებენ. მერე მამაჩემიც თვალით მანიშნებს გადიო და ჩემი წარმოდგენაც სრულდება.

მე-7 კლასში გიტარის შესწავლა დავიწყე და მალე სუფრაზე ჩემი დასწრება გახანგრძლივდა. მორიდებული დავჯდებოდი, თითებს სიმებზე ვაჩხაკუნებდი და ვმღეროდი. თან თვალს მაყურებლებისკენ ვაპარებდი და მეცინებოდა, ზოგი აზრზეც რომ არ იყო, რატომ მოსწონდა ჩემი ნამღერი. მამაჩემს კი, რა თქმა უნდა, ყველაზე ნასიამოვნები მაგრამ მკაცრი სახე ჰქონდა. ძაანაც უსწორდებოდა, რომ შვილით თავის მოწონება შეეძლო, მაგრამ, აპაპაპ, ამას როგორ მაგრძნობინებდა! მერე წავიდოდა თხოვნები, ახლა ეს დაგვიკარიო. მეც, თუკი დამუშავებული მქონდა, ეგრევე ვუსრულებდი, თუ არა და ზრდილობიანი უარით ვტოვებდი ოთახ-არენას. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი უმცროსი ძმა კარატეზე დადიოდა და სტუმრებს შესაბამისი ილეთებით "აოცებდა”.

აი, სულ ეს იყო ჩვენი "მოღვაწეობა”, ოდეს სტუმარი მოვიდოდა. გვიხაროდა, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას რომ გვაძლევდნენ, რითაც მერე კმაყოფილები მივწვებოდით დასაძინებლად. ცხოვრება მშვენიერია და აბა ჰე…
 
კატეგორია: რჩევები | ნანახია: 922 | დაამატა: -Marriammi♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 5:14 AM
თქვენი IP: 3.145.93.227
თარიღი: 2024-11-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz