Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2201
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3064
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2307
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2281
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2200
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2679

ძებნა
მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » როგორ ვისწავლოთ კარგად?
1:09 PM
როგორ ვისწავლოთ კარგად?





ალბათ ყველას თუ არა ბევრ თქვენგანს მაინც გაგჩენიათ სურვილი კარგად გესწავლათ. თითქოს ყველაფერს
წესრიგში მოიყვანდით, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ იგივე მეორდებოდა - ვერა და ვერ
სცილდებოდით საყვარელ ვებ გვერდსა თუ სოციალურ ქსელს და გაკვეთილების მოსამზადებლად სულ 
უფრო და უფრო ცოტა დრო გრჩებოდათ. სწორედ ამიტომ მოგცემთ რამდენიმე რჩევას სწავლასთან დაკავშირებით და გათვალისწინების შემთხვევაში, მერწმუნეთ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.




წესი #1 - არ ვჯდებით კომპიუტერთან მანამ სანამ ყველაფერს არ ვიმეცადინებთ.

ეს წესი ყოველთვის ძალიან გამოგადგებათ (საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი). მოდიხართ თუ არა
სახლში ნუ მიუჯდებით კომპიუტერს, ვინაიდან ის ის არის უნდა მოეშვათ მას და წიგნი ხელში 
აიღოთ უცებ ერთი ახალი შეტყობინება (Notification)-ი მოგდით და თავს ვეღარაფერს უხერხებთ.
ამიტომაც მოსვლისთანავე დაივიწყეთ ყველა გასართობი და მეცადინეობას შეუდექით. თუ მაინც 
და მაინც ძალიან გადაღლილი ხართ 10 წუთით წამოწექით ან რაიმე მიირთვით.








წესი # 2 ნუ იმეცადინებთ წამოწოლილი, ''ნაუშნიკებით'' ყურში, ფეისბუქში შემოსული და ა.შ.

ალბათ ბევრი თქვენგანი ცალი ხელით ჩატში ვიღაცას მესიჯს წერს და ცალი ხელით რაღაცას წერს
ან თუნდაც მუსიკას უსმენს და ფიქრებშია წასული... მართალია თქვენ გგონიათ, რომ ორივე 
საქმეს ერთად აბამთ თავს, მაგრამ ბოლოში აღმოჩნდება, რომ თქვენ საქმე გააკეთეთ, თუმცა 
უხარისხოდ. გირჩევთ მაგიდას სკამზე მოხერხებულად მიუჯდეთ წინ ყველანაირი გასართობის
გარეშე წიგნი დაიდოთ და გაკვეთილი რამდენჯერმე წაიკითხოთ. ამგვარად, თქვენი გონება 
მხოლოდ სასწავლი მასალისკენაა მიმართული და კონცენტრაცია არაფრისკენ გეფანტებათ. საბოლოოდ,
მიხვდებით, რომ ასე ნასწავლი გაკვეთილი ბევრად ხარისხიანია და ის დიდი ხნით დაგამასხსოვრდებათ.








წესი # 3 თუ არ გესმით რომელიმე საგანი ნუ გადაწყვეტთ, რომ სხვა საგნები არ იმეცადინოთ.

ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლეს ფიზიკა/ქიმია/მათემატიკა ან ყველა მათგანი არ ესმის. ამ შემთხვევაში
ისინი უარს ამობბენ თუნდაც გეოგრაფიის, ისტორიის, ქართულის ან რომელიმე ჰუმანიტარული 
საგნის შესწავლაზე. ეს დიდი შეცდომაა. თუ თქვენ არ გაგაჩნიათ მათემატიკური ნიჭი ეს არ ნიშნავს
იმას, რომ ყველაფერზე ხელი უნდა ჩაიქნიოთ. პირიქით, ისწავლეთ სხვა საგნები კარგად, რადგან
სიტყვაზე ისტორიის ან ქართულის წაკითხვას, სწავლას და მოყოლას დიდი ნიჭი არ სჭირდება.








წესი # 4 შეეცადეთ რაც შეიძლება წინ წაიგდოთ საქმე.

ნუ ფიქრობთ, რომ რადგან პარასკევი დადგა ორშაბათი აღარასდროს მოვა. წინ ხომ მხოლოდ 2 დღე
გაქვთ.
 ნუ მიიყვანთ იქამდე, რომ კვირას, საღამოს გაგახსენდეთ: ''უი არაფერი მქონია ნამეცადინები''
კარგი იქნება თუ გაკვეთილების ნაწილს პარასკევსვე მოითავებთ ან თუნდაც მთლიანად იმეცადინებთ
მათ. ამით ხომ მხოლოდ თქვენ მოიგებთ - მთელ შაბათსა და კვირას მეგობრებთან გართობაში გამოიყენებთ.








წესი #5 იყავით მიზანდასახული!

თუ როდესმე ცუდ ნიშანს მიიღებთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი! პირიქით მოუმატეთ სწავლას და ყველას
დაუმტკიცეთ, რომ შეგიძლიათ საუკეთესო იყოთ. მიზნად დაისახეთ, რომ ათოსანი გახდეთ და 
ამისთვის ყველა ზემოთმოყვანილი წესი გაითვალისწინეთ. მერწმუნეთ, კარგად სწავლით პირველ
რიგში საკუთარ თავს სცემთ პატივს, პირველ რიგში საკუთარ მომავალს იშენებთ. ხომ გაგიგიათ
''სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო''





კატეგორია: რჩევები | ნანახია: 917 | დაამატა: sally | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 5:07 AM
თქვენი IP: 18.116.90.161
თარიღი: 2024-11-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz