❀ როგორ გავაფორმოთ დღიური ❀1. გააკეთე წარწერა დღიურის ყდაზე. დღიურის ყდაზე მარკერით დააწერე შენი სახელი ან წარწერა "Diary". ამის გაკეთება ფერადი ფურცლებითა და წებოთიცაა შესაძლებელი. გამოჭერი ასოები და დააკარი ყდაზე. ასოები შეგიძლია ჟურნალებიდანაც ამოჭრა. ასევე შეგიძლია ყდას შენი სურათიც მიამაგრო, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
2. გამოიყენე ბრჭყვიალა პასტები, სტიკერები, ამოჩერი ლამაზი დეკორაციები სხვადასხვა ბარათებიდან, სურათები ჟურნალებიდან. ჩააკარი მასში კინოსა და კონცერტის ბილეთები. წინა ყდაზე შეგიძლია რაიმე ნახატიც განათავსო.
3. ყდის გასაფორმებლად შეგიძლია სხვადასხვა ფაქტურის ნაჭრებიც გამოიყენო, ლენტებით კი ბაფთა გაუკეთო.
4. ყდის და არამარტო ყდის გასაფორმებლად შეგიძლია დაპრესილი ყვავილებიც გამოიყენო.
5. დღიურის დაწყებისა და დასრულების თარიღები აუცილებლად მიუთითე სადმე, წინა ან უკანა ყდაზე, ეს აუცილებლად გამოგადგება თუ რამდენიმე დღიური გაქვს.
6. წერის დროს სათაურების გაკეთებისთვის ჟურნალებიდან სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის ასოები ამოჭერი.
აუცილებლად გააფორმე დღიურის ყოველი გვერდი. თუ ბევრი გაქვს საწერი, შეეცადე დეკორაციები კიდეებზე განათავსო. თუ სკოლაში რაიმე განსაკუთრებული მოხდა, ან უბრალოდ გინდა აღწერო შენი ჩვეულებრივი დღე, აუცილებლად ჩაწერე დღიურში. დღიური კარგად დამალე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უმცროსი ან უფროსი და/ძმა გყავს :)