20 თებერვალს ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა,
რიანამ 24 წლის იუბილე ლონდონის სასტუმრო
Corinthia-ში ხმაურიანი წვეულებით აღნიშნა.
რიანამ დაბადების დღეზე დაქალები შეკრიბა, მათთან ერთად გაშიშვლდა და უზარმაზარ აბაზანაში ჩაწვა, სადაც გოგონებმა ქანცის გაწყვეტამდე იცეკვეს.
შიშველმა ლამაზმანებმა ოთხი ბოთლი ტეკილა დაცალეს. სასტუმროს ნომერი ალისფერი ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი, ხოლო მაგიდას უშველებელი ტორტი ამშვენებდა.
დაბადების დღის შემდეგ რიანა BRIT Awards-ის ცერემონიაზე გაემართა, სადაც მომღერალი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. რიანას სახელს სექსუალური ხასიათის სკანდალებს ხშირად უკავშირებენ. ახლახან უცხოური მედია განიხილავდა მომღერლის სიშიშვლეს კლიპის გადაღების დროს, რამაც იმ ფერმერის აღშფოთება გამოიწვია, რომლის რანჩოზე გადამღები ჯგუფი მუშაობდა.
სკანდალები რიანას კარიერაზე დადებითად აისახება. წელს იგი Grammy-ის მფლობელი კიდევ ერთხელ გახდა. ხოლო გასული წლის გაზაფხულზე ჟურნალმა Esquire-მა პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა.
|