|
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 16 » რამდენი საათი სჭირდება ადამიანს ძილისათვის? »
4:08 PM რამდენი საათი სჭირდება ადამიანს ძილისათვის? » |
ყოველ წელს, ჩვენი ცხოვრება გადის უფრო სწრაფად და სწრაფად, არაფერზე აღარ გვყოფნის დრო და ჯანსაღი, სრულფასოვანი ძილის დავიწყება გვიხდება საერთოდ. საყვარელი სიმღერა, რომელიც მაღვიძარაზე გვაქვს დაყენებული საერთოდ აღარ არის საყვარელი, და ამ ბრძოლაში საკუთარ თავთან მხოლოდ შაბათ-კვირა გვშველის, როდესაც მშვიდად შეგვიძლია ვიძინოთ სადილამდეც კი. შესაძლებელია, რამის გაკეთება რომ ყოველ დღე თავი ვიგრძნოთ ძლიერად და ენერგიულად? რამდენი დროაა საჭირო ძილისთვის?
რა არაჩვეულებრივი იქნებოდა თუ საერთოდ არ იარსებებდა ძილი. ან რისთვის გვძინავს?
ერთხელ ვუყურებდი გადაცემას, ხალხზე რომლებსაც საერთოდ არ სძინავთ ან სძინავთ ძალიან ცოტა ხნით. არ იფიქროთ რომ მე მათი მშურს მაგრამ ჩემი აზრით ძილი არის უაზრო დროის კარგვა. იმდენი რამის მოსწრება იქნებოდა შესაძლებელი, რომ არა ყოველ ღამე ის ძლიერი სურვილი ძილისა. მაგრამ ბუნებამ ყველაფერი სწორად შექმნა და იზრუნა იმაზე, რომ ჩვენ ამ გზით, ყოველ ღამე აღვედგინა დაკარგული ძალა, ენერგია.
რამდენი უნდა გვეძინოს?
საშუალოდ სრულყოფილი ძილისათვის საჭიროა 7-9საათი. თუმცა ზოგს 6, ან საერთოდ 5საათიც ყოფნით. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძილისათვის სჭირდებად სრულიად 9საათი ან 10საათიც კი.
სცადეთ დაიმკვიდროთ ძილის გრაფიკი, რომელიც თქვენთვის იქნება უნიკალური. დაწექით დასაძინებლად ერთი და იმავე დროს ყოველ დღე, და შეეცადეთ არ დაარღვიოთ ეს გრაფიკი. რეგულარული ძილი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მან დაარეგულიროს თქვენი ბიოლოგიური საათები. შესაძლებელია მალე თქვენ უკვე გაღვიძებისათვის აღარ დაგჭირდეთ მაღვიძარა და ყოველ დილას გაიღვიძოთ ენერგიულად და ოპტიმისტურ განწყობაზე.
ნუ დაივიწყებთ კარგად გამოძინებას მნიშვნელოვან მოვლენებამდე როგორიცაა: გამოცდები,გამოსვლები, კომფერეციები. კარგად გამოძინების შემთხვევაში თქვენი ტვინი უკეთ და სწრაფად იმუშავებს და თქვენი ძალისხმევა მოგანიჭებთ წარმატებასა და კმაყოფილებას.
|
კატეგორია: რჩევები |
ნანახია: 905 |
დაამატა: -Marriammi♥
| რეიტინგი: 5.0/23 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
შესვლის ფორმა |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 საათი: 12:11 PM
თქვენი IP: 18.227.48.131 თარიღი: 2024-11-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
Block title |
Block content |
Block title |
Block content |
|