|
მთავარი » 2012 » იანვარი » 26 » პინგვინები
|
ფრინველთა სამყაროს უცნაური წარმომადგენლები - პინგვინები
პინგვინები მხოლოდ ანტარქტიდაზე და მის მახლობლად სახლობენ გუნდებად. თითოეულ გუნდში ასობით და ათასობით პინგვინია. ისინი იმ ფრინველებს მიეკუთვნებიან, რომლებიც არ დაფრინავენ. სიარულიც უჭირთ პინგვინებს, ძლივს დაბაჯბაჯებენ. ისინი ბუდეებს წყლიდან საკმაოდ შორს იკეთებენ და პერიოდულად ზღვის ნაპირისკენ გუნდ-გუნდათ გადაინაცვლებენ, არცთუ იშვიათად 200-300 კმ-ს გადიან დინჯი და აუჩქარებელი ნაბიჯებით.
პინგვინს სიცივის სრულიად არ ეშინია, მთელი სხეული ხშირი ფაფუკი ბუმბულითა აქვს დაფარული. სქელი კანი და კანქვეშა ცხიმის ფენა პინგვინის სხეულს ძლიერ ათბობს და ზოგჯერ ზედმეტადაც გადაახურებს ხოლმე.. პინგვინები პატარა თევზებით და მოლუსკებით იკვებებია.
ყველაზე ლამაზი და დიდია სამეფო პინგვინები. როგორც ყველა სხვა ფრინველი, ისიც კვერცხიდან ჩეკს თავის ნაშიერს. პინგვინი ბუდეში ერთ ან ორ მოზრდილ თეთრ კვერცხს დებს. შემდეგ კრუხობას იწყებს. დედალი და მამალი მორიგეობით ჯდება კვერცხებზე. როცა დედა ზის, მამალი საკვებს შოულობს, შემდეგ კი დედალს ჩაენაცვლება. ზოგჯერ პინგვიები ძიძგილაობენ [''ჩხუბობენ''] და საკმარისია ამ დროს რომელიმე ბუდიდან გადმოხტეს და მის კვერცხს დაეპატრონოს. უკვერცხოდ დარჩენილი პინგვინი დაიწყებს ხეტიალს, ხან ერთ ბუდეს იადგება, ხან მეორეს, მაგრამ ყველგან ნისკარტით უმასპინძლდებიან.
ყველაზე საინტერესო რამ, რაც შეიძლება არ გცოდნოდათ
პინგვინები თავიანთ ნაშიერს ერთად უყრიან თავს და ''საბავშვო ბაღს'' აწყობენ. პატარებს მასწავლებლებს უნიშნავენ. ასე იზრდებიან პინგვინები. პინგვინები ცოცხლობენ 15-20 წელი. პინგვინი პირველად როდესაც პარტნიორს ირჩევს, სიცოცხლის ბოლომდე იმ ერთთან რჩება განწყობისთვის :)
|
კატეგორია: სურათები |
ნანახია: 1700 |
დაამატა: sally
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
შესვლის ფორმა |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 საათი: 5:03 AM
თქვენი IP: 3.133.129.8 თარიღი: 2024-11-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
Block title |
Block content |
Block title |
Block content |
|