Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2315
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3240
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2422
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2402
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2320
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2815

ძებნა
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 27 » ox es siyvaruliiiiiiiii
10:12 AM
ox es siyvaruliiiiiiiii

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიყვარული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ეიფორია და დეპრესია,მღელვარება და პასიურობა, დაბნეულობა და მთების გადაგორების სურვილი ახასიათებს. ავადმყოფობაა თუ არა,ფაქტია – სიყვარულს მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. შეყვარებულისთვის გადაულახავი დაბრკოლებაარ არსებობს. სამწუხაროდ, ეს ყოვლისმომცველი გრძნობა ყოველთვის დადებით ემოციებს როდი აღძრავს,მეტადრე მაშინ, როდესაც ჩვენ გვიყვარს, მას კი არა, ან ჩვენ კვლავ გვიყვარს, მას კი უკვე აღარ. ასეთ დროსყველაზე მგზნებარე ადამიანიც კი მდგომარეობიდან გამოდის და სრულიად პარალიზდება.

როგორ მოვიქცეთ?

რჩევა პირველი

2-3 დღე იდარდეთ და ცრემლები ღვარეთ, მერე კი მთელი ნეგატიური ენერგია სამსახურისკენ მიმართეთ. ესფროიდისეული სუბლიმაციის მეთოდია, როცა სექსუალური ენერგიის სხვა მიზნებისკენ მიმართვა ადამიანსწარუმატებლობისგან თავის დაღწევაში ეხმარება.

მომხდარი ლოგიკურად გააცნობიერეთ, მშვიდად და ობიექტურად შეაფასეთ მისი ყველა დადებითი დაუარყოფითი მხარე. სიყვარული ერთგვარი ნებაყოფლობითი მონობაა – კარგავთ უამრავ დროს, ნერვებს, ძალას,ფულს, მეგობრებს, სამსახურს, სანაცვლოდ კი არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებებს იღებთ. უხმეთ ღირსებას – განაამას იმსახურებთ?!

თავიდან მოიცილეთ შავბნელი ფიქრები, დაიწყეთ იმის კეთება, რასაც მგზნებარე რომანის გამო კარგა ხანია ვერმოაბით თავი. ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც არც დაგღლით და არც გაგაღიზიანებთ. წარმატებისშემთხვევაში მიხვდებით, რომ სამყარო არც ისე ცუდია. უიღბლო სიყვარულიც უწინდელივით მძიმე დადამთრგუნველი აღარ მოგეჩვენებათ.

რჩევა მეორე

პასტერის მეთოდი

ლუი პასტერს დაავადებათა საწინააღმდეგოდ ორგანიზმში ინფექციის დასუსტებული გამომწვევები შეჰყავდა,რომელთა მიმართაც ორგანიზმი იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებდა. თუ სიყვარული სრულფასოვანი შრომისსაშუალებას არ გაძლევთ, მიეცით გრძნობას გასაქანი, იპოვეთ სხვა ობიექტი და დაუოკებელი ვნება მისკენმიმართეთ. ასე დამცავი ვაქცინის დოზასაც მიიღებთ და აღარც წარსულ გრძნობაზე ფიქრი გაგაწამებთ. ოღონდზომიერება არ დაკარგოთ, თორემ შესაძლოა, ახალი ურთიერთობა ახალი ტანჯვის წყაროდ გექცეთ.

რჩევა მესამე

დერომანტიზაცია

უიღბლო სიყვარულს განსაკუთრებული სიმწვავით ძლიერ რომანტიკული ადამიანები განიცდიან. ისინი სხვებზემეტად ახდენენ სიყვარულის იდეალიზებას და ყოველგვარი დაბრკოლება უდიდეს ტანჯვას აყენებთ. თუ თქვენცასეთი ბრძანდებთ, სასწრაფოდ შეიცვალეთ სამყაროს შესახებ რომანტიკული წარმოდგენა და უპასუხოსიყვარულსაც სხვა თვალით დაინახავთ.

რჩევა მეოთხე

გონს მოდით

ნუ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც გარწმუნებენ, რომ სიყვარული უკვდავია, რომ გულს ვერ უბრძანებ, რომმხოლოდ ერთხელ შეიძლება წრფელად გიყვარდეს. ასეთი ფრაზები ალკოჰოლიკებისა და ნარკომანებისშეგონებებს წააგავს, რომელთაც მავნე ჩვევასთან გამოთხოვება არ სურთ. დადექით გრძნობაზე მაღლა, სძლიეთემოციებს და სულ მალე იამაყებთ საკუთარი თავით, რაც უპასუხო სიყვარულის ეფემერულ ხიბლზე გაცილებითმეტი სიამოვნების მომგვრელია.

რჩევა მეხუთე

მორჩით სიყვარულს!

შეწყვეტილი სიყვარული ჩვენი ცნობიერების ნაკადში `იჭედება~ და აზრთა ნორმალურ დინებას უშლის ხელს.ადამიანი გამუდმებით მასზე ფიქრობს, ფიქრებში სატრფოს ესაუბრება, ეჩხუბება, პატიობს… სწორედ ეს გვიშლისხელს მუშაობაში, სწავლასა და ძილში. გამოსავალი სიყვარულის დამთავრებაა. აირჩიეთ მეგობარი, დაუჯექითპირისპირ, მოუყევით ყველაფერს, გაცნობიდან განშორებამდე, არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ გრძნობებსადა ემოციებზე, ეცადეთ, ყოველივეს ოფიციალური მოხსენების სახე მისცეთ. `მოხსენების~ მეორე ნაწილი იმგრძნობებს დაუთმეთ, რომლებიც ამ ურთიერთობისას განიცადეთ. მესამე ნაწილში გააანალიზეთ, რას განიცდითამ წუთას და წერტილი დასვით. ნაკლები იფიქრეთ წარსულზე ჭამეთ ბევრი შოკოლადი. გჯეროდეთ, რომ მალეგავა ზამთარი და დადგება გაზაფხული ისევ აყვავდება ნუში, კვლავ შეგეყრებათ სიყვარულის სენი, მაგრამ ისვეღარაფერს დაგიშავებთ – წარსული გრძნობის იმუნიტეტი დაგიცავთ.:)

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1239 | დაამატა: -Marriammi♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 10:34 PM
თქვენი IP: 216.73.216.131
თარიღი: 2026-11-03
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2026Free web hosting - uCoz