Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2135
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 2991
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2239
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2210
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2133
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2609

ძებნა
მთავარი » 2012 » იანვარი » 31 » ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ
8:00 PM
ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ
Mazzy star - fade into you

Powered by mp3skull.com

❀❀❀
"ცხოვრება ღიმილია მაშინაც კი როცა სახეზე მოგორავს ცრემლი....
დღეს მინდა ყველაფერი გაპატიო, ბავშურად მიამიტი დავრჩე...
ეშმაკი შემომიჩნდა ჭინკასავით, თვალები ღიმილით მაქვს სავსე...
ღიმილით სევდისა, ღიმილით დარდისა, ღიმილით დაცინვის და ნიშნის...
არ მინდა უკუგდება, არ მსურს შურის გება...ისევ შენეული ფიქრის..
მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტო სული...მისად ვიცინი და ვტირი..
სული დაიღალა...როგორ აღარ ძალმიძს...ჩუმად გითხრა რამე...იმ ჩემი წარსულის ერთო..
დღეს მხოლოდ დღეს მინდა რაღაც მოგიტევო...შემაძლებინე ღმერთო..."
ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ

❀❀❀
"დღეს მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია, გაფანტულ ფოთლებს კვლავ აცეკვებს ლამაზად ქარი...
საოცარია ფიქრებისგან დაღლილი ქალი...
თითქოს სიყვარულს ელოდება ფოთოლ შრიალში....თუმც სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი...
ის მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად....და ოქტომბერში მარტოობამ დასწერა ჯვარი..
შენზე ოცნებაში ღამე გავათიე...სულში დანთებულო ფერადო მოგონებავ...
ჩემი ცხოვრების ლამაზო წარსულო...თუ რამე დაგიშავე მაპატიე......."

ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ
❀❀❀
"ალბათ ყველას გაინტერესებთ რა გრძნობაა სიყვარული, როგორია, ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს და ვერც დაადგენენ. მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანები თავისებურად, თავისი ენით ხსნიან. როცა ვინმე გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ სამყარო სხვანაირი გეჩვენება, ამ ქვეყნად არაფერი გწყინს, ყველაფერი გიხარია. თვალები გიბრწყინავს სიხარულისგან, გგონია რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხარ და ეს ბედნიერება არასოდეს დასრულდება. შენი რჩეული შენთვის ყველაფერია, ის შენთვის სამყაროს ცენტრია. დღე იწყება მასზე ფიქრით და ამითვე მთავრდება. ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ ვერ შეგაცვლევინებს მასზე აზრს. გგონია რომ სულ ერთად იქნებით. მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია, ხშირად არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო. გინდა იტირო, იყვირო რომ გიყვარს. გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენებს შენს გრძნობებს. როცა იჩხუბებთ ფიქრობ, რომ სამუდამოდ დაკარგე. ამ დროს გავიწყდება ყველაფერი. გახსოვს მხოლოდ მისი სახე, თვალები, ხმა, შეხება, კოცნა….. ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს…"
ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ
❀❀❀
"პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია. ის ყველასგან განსხვავდება. არ აქვს მნიშვნელობა როდის: 10-ის, 15-ის თუ 25 წლის ასაკში. ყველაზე ლამაზი ალბათ სიყვარული გარდატეხის პერიოდსშია. ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიული ხდები ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება ძალიან ძნელია. პირველი კოცნა, პირველი ცრემლი, ტკივილი, სიხარული, სითბო, ალერსი, ჩახუტება. ეს ყველაფერი ყოველთვის შენში რჩება…"


❀❀❀
"ორიდან ერთ-ერთი ყოველთვის ტოვებს. მთავარი ისაა რომელი რომელს დაასწრებს."
"ბედნიერება იწყება შენით და შენითვე მთავრდება."
"მხოლოდ ოცნება გვაიძულებს სინამდვილეს შევეგუოთ." 
"ადამიანმა უნდა გაიაროს სიყვარულის ეკლიანი გზა. თავის არიდებით საქმეს ვერ უშველი. რასაც დაივიწყებ ის მერე მთელს სიცოცხლეში გაკლია. "
"სიყვარული მარადიული სასწაულია. უსიყვარულოდ დრო გაჩერებულია, მხოლოდ საათი მიდის."
"განშორებისას სიხარულს არ გრძნობ მაშინაც კი როცა სასოწარკვეთას ემშვიდობები."



ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ

❀❀❀
"სიკვდილი არასოდეს არ იქნება სასაცილო."
" წუთისოფლის მთელი სიმართლე სილამაზის მხარესაა."
"კაცს არ სურს დაკარგოს დამოუკიდებლობა. ყველაფერი იწყება წვრილმან ამბებზე. თავიდან არ აქცევ ყურადგებას და უეცრად ჩვეულების ბადეში აღმოჩნდები გახვეული. მას ბევრი სახელი აქვს, ერთ-ერთი მათგანი სიყვარულია."
"არაფერს არ უნდა შეეჩვიო, ადამიანის სითბოსაც კი!"
"თუ არ გტკივა ეი?. არც გყვარებია..."

ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ

❀❀❀
"დადგა შემოდგომა და მას უთხრეს, რომ ყველაფერი დასრულდა, ზაფხული გავიდა და არაფრის ლოდინი არ ღირს. მან დიდად არ დაიჯერა. ქარი გუბეებში ჩამოცვენილ ფოთლებს ასრიალებდა, იყო სინესტე და სიცივე. ხანდახან ჩნდებობა მზე, მაგრამ მაინც არაფერი ხდებოდა.
ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ

როდესაც დადგა ზამთარი, მას უთხრეს რომ ყინვისა და თოვლის მიუხედავად, დადგება ახალი წელი. და თუ სურვილს ჩაიფიქრებ, შესაძლებელია მოხდეს სასწაული…
ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ

მან ჩაიფიქრა, იყო ახალი წელიც, მაგრამ სურვილი არ ასრულდა, თუმცა ზამთარი გრძელი იყო.


აი, ეხლა დროა, – უთხრეს მას როდესაც დადგა გაზაფხული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბულბულები გალობენ ….
გაზაფხული კარგი იყო. ფოთლები, კვირტები, ყვავილები, მწვანე ბალახი. ბულბულებიც მოეწონა. მაგრამ თუმცაღა საჭირო დრო იყო, მაინც არაფერი მოხდა…
ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ

ზაფხულში მას ძალიან უნდოდა დაეჯერებინა, რომ ყველანაირი შანსი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მას ასე უთხრეს. მაგრამ შანსები არ ყოფილა….
ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ

საერთოდ ბევრი რამ მოხდა, და ბევრ რამეს ეუბნებოდნენ მას, მაგრამ როდესაც კარზე კაკუნი გაისმა და სიყვარულმა შემოაბიჯა – ის უკვე აღარავის აღარ უსმენდა."

ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ
❀❀❀
"ყოველთვის ასე ხდება... დიდი და უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ... მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ცისფერი ყვავილები შეიძლება მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის თეთრ, უმშვენიერეს ვარდებს დაინახავს. იმიტომ, რომ მინდვრის ცისფერი ყვავილების და მაისის თეთრი ვარდების თაიგული არასოდეს იქნება ერთად ლამაზი... 
ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ

❀❀❀
...მე არაფერს გისაყვედურებ... მხოლოდ მეყვარები... რაღაც არაამქვეყნიურად... სევდანარევი სიყვარულით... მერე შენ წახვალ... წახვალ და იქნები კაცი ბედნიერი... მამა და გეყოლება ერთი, ორი ან სამი შვილი... მერე და რა მალე ბერდებიან ბედნიერი ადამიანები?... გეყვარება ცოლი, ეყვარები მასაც, მაგრამ არა ისე, როგორც მე, რადგან ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით შეყვარება...


ℓ o v e - თოვლით და უთოვლოდ

გავა დრო და მე დაგესიზმრები... ლამაზი, უჩვეულო თმებით, ჩემი ბავშვური თვალებით... გაგეღვიძება და გაგახსენდებ ის სულელი გოგონა, რომელიც ისედაც ლამაზი იყო მაისის თეთრი ვარდების გარეშე. შენ დამიძახებ... მე აუცილებლად მოვალ... მაგრამ მაშინ აღარ მექნება ლამაზი თმები... აღარც თვალები მექნება ლამაზი... რატომ?... ცრემლი ხომ ფერს უცვლის მათ?... დამინახავ და დაგენანება ის ლამაზი გოგონა, რომელიც რამდენიმე წელი, რამდენიმე თვე ან სულაც რამდენიმე დღე გიყვარდა.

კატეგორია: გოგონებისთვის | ნანახია: 1716 | დაამატა: sally | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 1:49 PM
თქვენი IP: 18.227.0.249
თარიღი: 2024-05-19
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz