|
მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » ნიუ იორკი / New York ♥
7:28 PM ნიუ იორკი / New York ♥ |
ნიუ იორკი - ნიუ იორკს მსოფლიოს დედაქალაქს უწოდებენ, თუმცა ის ამერიკის დედაქალაქიც კი არ არის. საინტერესოა რით დაიმსახურა მან ეს აღიარება. ნიუ იორკი მდინარე ჰუძონისა და ატლანტიკის ოკეანეს შორის მდებარე კუნძულებზეა გაშენებული. მისი უძველესი ნაწილი ნიუ იორკის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის- მანჰეტენის სამხრეთით მდებარეობს. ევროპიდან გადასახლებულმა ჰოლანდიელებმა აქ ახალი ამსტერდამი დაარსეს. შემდეგ ეს მიწემი ემიგრანტი ინგლისელების მფლობელობაში გადავიდა და სახელიც იორკის ჰერცოგის პატივსაცემად დაერქვა. ამ ორი სახელის შერწყმით წარმოიშვა ქალაქის დღევანდელი სახელი - ნიუ იორკი.
დაახლოებით იქ, სადაც ევროპელი ემიგრანტები პირველად ადგამდნენ ფეხს ამერიკის მიწაზე დღეს ნიუ იორკის და ამერიკის სიმბოლო - თავისუფლების ქანდაკება დგას. 1886 წელს საფრანგეთმა ეს ქანდაკება საჩუქრად უძღვნა ამერიკას. მისი ავტორი ფრანგი მოქანდაკე ფედერიკ ოგიუსტ ბარტოლდია. დიდი ზომის და წონის გამო ქანდაკებას საგანგებო კონსტრუქცია დასჭირდა, რომელიც ოგიუსტ ეიფელის ნახაზებით ააგეს. ყოველწლიურად ათიათასობით ტურისტი ათვალიერებს ოკეანის სანაპიროზე გაშლილი ქალაქის ხედს ქანდაკების გვირგვინში მოწყობილი დასათვალიერებელი ბაქნიდან.
ნიუ იორკის კიდევ ერთი სიმბოლო ვაშლია. გადმოცემის მიხედვით, პირველი ემიგრანტების მიერ დარგული ხეებიდან პირველმა სწორედ ვაშლის ხემ გამოიღო ნაყოფი, ამიტომაც ვაშლი ყველაზე წარმატებული ქალაქის სიმბოლო გახდა. ხელსაყრელი მდებარეობის გამო ნიუ-იორკი მალევე გაიზარდა. მიწა აქ ძვირად ფასობდა, ამიტომაც XX ს-ის დასაწყისიდან ნიუ იორკში მრავალსართულიანი შენობების აგება დაიწყო, რომელთა მსგავსი იმ დროს არსად იყო. აქ მუშაობდნენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი არქიტექტორები. ლითონისა და მინის უზარმაზარმა კონსტრუქციებმა მთლიანად შეცვალა ქალაქის იერი.
მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკის ცენტრალურ რაიონებში მაღალი ნაგებობებია ჩამწკრივებული, მის ქუჩებს არ დაუკარგავს სიმყუდროვე. ცათამბჯენების ინდივიდუალობას განსხვავებული მასალის, ფერის, ფაქტურის გამოყენება განაპირობებს. ღამით გაჩირაღდნებული ქალაქის ქუჩები ისეთივე ხალხმრავალი და მიმზიდველია, როგორც დღისით.
ნიუ იორკში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ცნობილი MoMA მდებარეობს. ამ მუზეუმის მესვეურებმა მიზნად დაისახეს, შეექმნათ თანამედროვე ხელოვნების ყველაზე სრული კოლექცია და 1928 წელს დაარსეს მუზეუმი. მის კოლექციაში თანამედროვე ხელოვნების აღასობით ცნობილი ნაწარმია თავმოყრილი. თანდათან ნიუ იორკი თანამედროვე ხელოვნების ცენტრად იქცა, რაშიც ამ მუზეუმს დიდი წვლილი მიუძღვის.
|
კატეგორია: სურათები |
ნანახია: 1205 |
დაამატა: sally
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
შესვლის ფორმა |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 საათი: 4:41 AM
თქვენი IP: 18.188.63.71 თარიღი: 2024-11-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
Block title |
Block content |
Block title |
Block content |
|