Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2185
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3047
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2291
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2264
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2184
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2664

ძებნა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში !
2:09 PM
მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში !
მშრალი კანი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ადამიანებისთვის მსოფლიოს გარშემო
და ის ზამთრის სეზონის განმავლობაში უარესდება. კრემებსა და ლოსიონებს შეუძლია მშრალ კანთან
გამკლავებაში დაგეხმარონ, თუმცა ზოგიერთი მათგანი ძალიან ძვირია და არაეფექტურობისგან არავინ
არის დაზღვეული. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ნატურალურ მეთოდებს, რომლებიც მშრალ კანთან
ბრძოლაში დაგეხმარებათ და თანაც ფულის დაზოგვასაც მოახერხებთ.


1. დალიეთ ბევრი წყალი

ბევრი წყლის დალევა თქვენს სხეულს გამოაცოცხლებს. დღეში მინიმუმ 12 ჭიქა წყლის 
დალევა კანს დაატენიანებს და მას გამოშრობის საშუალებას არ მისცემს. ეს არის ყველაზე 
მარტივი, იაფი და ეფექტური საშუალება მშრალ კანთან საბრძოლველად სახლის პირობებში.


2. არ გამოიყენოთ საპონი

ზოგი ფიქრობს, რომ საპნით სახის კანის დაბანა კარგია მის მოსავლელად, რაც მცდარია.
საპნის შემადგენელი ქიმიკალები კანს სიმშრალისკენ უბიძგებს, რადგან აცილებს მას 
ზედა ფენას (ეპიდერმისს), ამიტომ არ დაიბანოთ კანი საპნით.

3. მიიღეთ მეტი ხილი


შეიტანეთ მეტი რაოდენობით ხილი თქვენს დღიურ კვებაში. ისეთი ხილი, როგორებიცაა
ყურძენი, საზამთრო და მსხალი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, რაც თქვენს კანს 
გამოშრობის საშუალებას არ აძლევს. 
მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

4. იძინეთ სწორად 

თქვენს კანსა და სხეულს დღეში მინიმუმ 8 საათი ესაჭიროება ძილი, რათა ჯანმრთელად 
გამოიყურებოდეთ. ძილის ნაკლებობა კანს უქმნის პრობლემას, ამიტომ როდესაც გიწევთ
დილის 8 საათზე ადგომა, ეცადეთ, რომ ღამის 12 საათზე გვიან არ დაიძინოთ.

5. ცხელი წყლით სახის დაბანა არაა სასურველი 


ცხელი წყლით სახის კანის დაბანა შეცვალეთ ცივი ან ნელ-თბილი წყლით. ცხელი წყალი
კანს ისე აზიანებს, როგორც საპონი, ამიტომ მოერიდეთ მას. 

სახლის პირობებში მოსამზადებელი ნიღბები მშრალი კანისთვის

1. აიღეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი, 1 ჩაის კოვზი
ზეთის ხილის წვინი, კარგად შეურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე შხაპის 
მიღებამდე 15 წუთით ადრე. ეს ნიღაბი ძალიან კარგი საშუალებაა მშრალ კანთან 
საბრძოლველად.

2. ლიმონი აგრეთვე კარგ გავლენას ახდენს მშრალ კანზე. აიღეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონი 
და 1 ჩაის კოვზი ავკოადო. შეურიეთ კარგად და გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთი. ის 
მოაცილებს კანს მშრალ ფენას.
მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

3. ვაშლის ნიღაბიც ძალიან გავრცელებულია, რადგან ის შეიცავს კალიუმსა და ტანინს,
რაც კანს ჯანმრთელს ხდის. აიღეთ 2-3 ვაშლი, კარგად გახეხეთ და დაიდეთ სახეზე 15-20 
წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

4. მშრალ კანთან საბრძოლველად ეფექტურია კარტოფილის ნიღაბიც. მოხარშეთ 2-3 
კარტოფილი, დაჭყლიტეთ და შეურიეთ 1 ლიმონის წვენს. გაიჩერეთ სახეზე 5-10 
წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი აახალგაზრდავებს
კანს და აცილებს მას დაღლილობის ელფერს.


მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში


5. სასარგებლოა სტაფილოს ნიღაბიც. ამისათვის გახეხეთ 1-2 საშუალო ზომის სტაფილო
და შეურიეთ კვერცხის გულს. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლოაში. ამ დროის გასვლის
შემდეგ აუცილებელია ჩამოიბანოთ თბილი წყლით.

6. ეფექტურია ბანანის ნიღაბიც. შეურიეთ ნახევარი ჭიქა ნატურალური იოგურტი და 
1 ჩაის კოვზი თაფლი, დაუმატეთ 1/4 მწიფე ბანანი. გაიჩერეთ 10 წუთი და თბილი
წყლით ჩმოიბანეთ.

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1000 | დაამატა: BlackJack | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 -Marriammi♥   (2012-02-18 10:32 AM) [Entry]
Mshvenieriaaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0

საათი: 1:54 PM
თქვენი IP: 18.118.93.236
თარიღი: 2024-09-21
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz