გავარკვიოთ როგორი
ფრჩხილის ლაქი იქნება მოდაში
2012 წელს
ყველაზე ლამაზი და ტენდენციური მანიკურის შესაქმნელად.
ბუნებრივი ტონალობებიკრემისფერი, თეთრი ან გამჭვირვალე თეთრი ლაქი უბრალოდ შესანიშნავი
არჩევანია, უპრეტენზიო და უნივერსალური.
თეთრითეთრი ფერის ლაქი ნაჩვენები იყო
Onhe Titel-ის,
Costello Tagliapietra-ს და
Malandrino-ს ჩვენებებზე. ეს ძალიან რთული ფერია. მისი ტარებისას აკურატულობაა საჭირო. უკეთესია, თუ ასეთ თეთრს გრძელ ფრჩხილებზე არ გამოიყენებთ, მათთვის უმჯობესია მარგალიტის თეთრი.
მბზინავიასეთი ლაქის ფერები უნდა იყოს უჩვეულო, საბედნიეროდ დღეს მრავალი კოსმეტიკური ფირმა გვთავაზობს ასეთი ეფექტით გაჯერებულ ლაქებს. უმჯობესი იქნება ოქროსფერი ბზინვარებით, როგორც CHANEL.
წითელიწითელი ფერი არ თმობს თავის პოზიციას. ტენდენციებიდან გამომდინარე შეგიძლიათ ის
თქვენს მაკიაჟს დაუკავშიროთ, კონკრეტულად თქვენს ტუჩ-საცხს.
ფრენჩიფრენჩი კვლავ აქტუალურია, თუმცა კონტრასტულ და ხასხასა ფერებში შესრულებული "მთვარის" რკალით როგორც ნუნებთან ასევე ბოლოებში. განსაკუთრებით აქტუალური კი
მეტალის ეფექტის ფილების შერევით (დასაკრობი)
ფერინუ შეგეშინდებათ ფერის არჩევის. მთავარია თქვენი ფანტაზია.
წელს წინა წელზე მეტად შეიძენს აქტუალობას ცისფერის და მწვანეს ტონალობები.
კიდევ ერთი დამატებითი ტენდენციაა ფერადი ლაქები
მშრალი ეფექტით!დამსკდარი ეფექტიკიდევ ერთი ტენდენციაა
„დამსკდარი" ლაქი, რომელიც უნდა აღინიშნოს,
რომ ძალიან პოპულარული იქნება 2012 წელს.
მზა დასაკრობი ფილები სხვადასხვა ეფექტებით და პრინტით,
რომელთა შესრულებაც ლაქის გამოყენებით შეუძლებელი იქნებოდა.
და ბოლოს-
ნუ მოერიდებით ექსპერიმენტებს.