ნინძების ხელოვნება ლეგენდებსა და თქმულებებში შევიდა. მათ შეუძლიათ ღამით უხმაუროდ ნავარდი, ციცაბო კლდეზე ცოცვა და ათეულობით მტრის მარტოდ დამარცხება. მათთვის შეუსრულებელი დავალება არ არსებობს. და რა მოხდება თუ სამყაროს გადარჩენას ნიჭიერ, მაგრამ დაუდგრომელ ბავშვებს, რომლებმაც ახლა დაიწყეს ნამდვილი მეომრის ხელოვნების შესავლა, დაავალებთ? შავი ჯადოსნობის მეშვეობით მზაკვარმა სამურაიმ ტყის ცხოველები სასტიკ მებრძოლებად გადააქცია და ახლა მსოფლიოს დაპყრობა სურს. მალე უხუცესებს ამ ბავშვების ბრძოლაში გაშვების მეტი არაფერი დარჩენოდათ, ჰოდა ბავშვებიც სიამოვნებით ჩაებნენ ამ თავგადასავალში..