|
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » მავნე ჩვევა: ფრჩხილების კვნეტა !
1:57 PM მავნე ჩვევა: ფრჩხილების კვნეტა ! |
ყველა ადამიანს თუ არა, ზოგიერთ ჩვენგანს მაინც ახასიათებს მავნე ჩვევები. ერთ-ერთი მავნე ჩვევა ჩვენი ორგანიზმისთვის არის ფრჩხილების კვნეტა. დღეს დღეობით ძალიან ბევრს აწუხებს ეს ჩვევა. ფრჩხილების კვნეტის მიზეზი ძირითადად სტრესია. ნიუსში შემოგთვაზებთ რამოდენიმე საშუალებას, რომლითაც შეძლებთ გადაეჩვიოთ ამ მავნე ჩვევას.
1. თუ გსურთ, რომ გადაეჩვიოთ ამ მავნე ჩვევას, ყველაზე კარგი ვარიანტი არის, რომ ფრჩხილებზე წაისვათ რაიმე მწარე, მაგალითად: პილბილი, მდოგვი და ა.შ. როდესაც ფრჩხილების ''შეჭმას'' დააპირებთ, გაგახსენდებათ ფრჩხილებზე რაც გისვიათ, დარწმუნებული ვარ, პილპილის გემო არავის გესიამოვნებათ.
2. კიდევ ერთი, კარგი საშუალებაა გაიკეთოთ ხელოვნური ფრჩხილები. პლასტმასის ფრჩხილები ძალიან მაგარია, ამიტომ მისი ''მოკვნეტა'' გაგიჭირდებათ. ამ საშუალებით, ნელ-ნელა გადაეჩვევით ამ მავნე ჩვევას.
3. როდესაც ფრჩხილს პირთან მიიტანთ, გაიხსენეთ რომ ეს თქვენთვის ძალიან მავნებელია. ფრჩხილების ქვეშ ხომ ძალიან ბევრი ბაქტერია გროვდება, ეს კი სერიოზულ ზიანს მოგაყენებთ, როგორიცაა: კუჭნაწლავის პრობლემები და სხვ.
4. ეცადეთ ხელები სხვა საქმით დააკავოთ, მაგალითად გაილამაზოთ ფრჩილები და ყველანაირად ეცადოთ ლამაზი გახადოთ. ამით უფრო დაგენანებათ ფრჩხილების გაფუჭება.
5. ერთ-ერთი კარგი საშუალებაა დაისვენოთ. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამ მავნე ჩვევის ძირითადი მიზეზი სტრესია, ამიტომ აუცილებელია თქვენთვის, რომ მეტი დრო დასვენებას დაუთმოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ფრჩხილების კვნეტა იწვევს ძალზედ სერიოზულ პრობლემას: ნერვოზს !
|
კატეგორია: რჩევები |
ნანახია: 935 |
დაამატა: BlackJack
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
შესვლის ფორმა |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 საათი: 8:49 AM
თქვენი IP: 3.16.75.156 თარიღი: 2024-11-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
Block title |
Block content |
Block title |
Block content |
|