|
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » მათ ეხარიათ ჩვენი დაცემის
11:35 AM მათ ეხარიათ ჩვენი დაცემის |
ვებრძოდეთ, ვსპობდეთ მუდამ იმ ბალახს, რომელიც ჩვენს შორის იყენებს ძალას, ვიწმინდდეთ, ვიბანდეთ მუდამ იმ ტალახს, რომელიც გვიბიძგებს, გვიქადის ღალატს.
ნუ მივეპყრობით სხვის ლამაზ მზერას, ვუმზეროთ მუდამ მის გულის ცემას, არ ვეძმაკაცოთ სიტყვების მღერას, ყური დავუგდოთ მათ ყოველ ბგერას.
ნუ დავუჯერებთ იმ ბოროტ ძალებს, რომელნიც აქეთ გვადებს ჩვენ ვალებს, არ მივცეთ ნება დახუჭვის თვალებს, აგვაფარებენ ორივეს ფარებს.
არ ვემორჩილოთ უძირო ბნელეთს, გადავარდებით, ავცდებით ხმელეთს, არ ავყვეთ ენებს, გესლიან გველებს, ვინარჩუნებდეთ ჩვენს ლამაზ ფერებს.
არ მივცეთ ნება ჩვენი გაცემის, მოგვეცეს რიდი სხვის გადაცემის, გრძნობებს ვახშობდეთ ძუნწი კაცების, მათ ეხარიათ ჩვენი დაცემის.
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 976 |
დაამატა: kineza
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
შესვლის ფორმა |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 საათი: 4:36 AM
თქვენი IP: 3.133.140.88 თარიღი: 2024-11-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
Block title |
Block content |
Block title |
Block content |
|