-სემესტრის ბოლოს მე გავიცინებ!
-მას რვეული სახლში დამრჩა.
-თავი რატომ არ დაგრჩა?!
-მას შემდეგ გაკვეთილზე გამოვალ რა.
-შემდეგზე შემდეგში ვილაპარაკოთ.
-წელს უკვე დიდები ხართ და რასაც წინა წელს აკეთებდით აღარ გეპატიებათ (ყოველ წელს)
თუ კარგად არ იცი გაკვეთილი და ნელ-ნელა ყვები.
-თუ არ იცი თქვი და დაჯექი!
-აბრძანდით ფეხზე! ფეხზე სულ ყველა!
-დაეგდეთ! (თუ გაბრაზებულია)
-მე არ ვიყო ქალი შენ თუ ნიშანი გაღირსო!
-მას მე შეიძლება საკონტროლო გავაცდინო.
-ორი ღამე არ დამეძინება ნერვიულობისგან (ირონიული სახით)
როდესაც შენი ოროსანი კლასელი ყვება გაკვეთილს და მასწავლებელი ამბობს
-ვინც უკარნახებს იმას დავუწერ ორიანს!
საკონტროლოს წერისას
-შევამჩნევ, რომ ვინმე ვინმესგან იწერს? ორივეს გავუფორმებ ერთიანს.
როდესაც საღეჭ რეზინს ღეჭავ
-მე როდესმე შემოვსულვარ ღლაჭუნით?
-თქვენ თქვენს ოჯახებს არ ცემთ პატივს
-ბავშვი ოჯახის სარკეა
-20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი და მსგავსი კლასი არ მყოლია!
-მე ყველაფერს ვხედავ და ყველაფერი მესმის (არადა შეიძლება ვინმე გამწარებული ჭამს
''კუბეტს'' ან თუნდაც უსმენს მუსიკას)
-მშობლის გარეშე ჩემს გაკვეთილზე არ დამენახო.
-უკვე ორი ოქმი გაქვს. დღეს მესამეს დავწერ!