Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2201
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3064
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2307
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2281
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2200
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2679

ძებნა
მთავარი » 2012 » იანვარი » 16 » ლექსი
4:52 PM
ლექსი
გასვლა 

მიდიხარ, ჯდები, (ნონსენსია სხვა რამე ახლა), 
კარის კაცივით გელოდება სამყარო გარეთ... 
რა იოლია (ან პირიქით) თვალების- სახლი- 
-გაიხადო და მიატოვო, გაექცე სადმე. 

თუნდაც ისე შორს, რომ არ ჩანდეს -ნამცეცი მთვარე, 
ღრუბლები , მთები, აივნები, სამყარო-ბლიცი, 
რომ ეს ზეცაც კი არ გამოჩნდეს,რომ მიკრო წამებს- 
-გაასწრო მთელი დედამიწით, ჰაერით, სივრცით... 

თან გაიყოლო ერთი მუჭა წარსული მხოლოდ, 
ბეგონიების - ფანტელების - სიზმრების დარად, 
მერე შენს ადგილს დაუბრუნდე, სადაც კი ბოლოს, 
ნაზი თითებით დაასრულებ -ფორტეზე... დაკვრას. 

*** 
აღარაფერია წინ და უკან ახლა სრულებით, 
სიჩუმე- გაცვეთილ საყელოზე- ისწორებს ღილებს, 
ყოველ დღე, ამ გზიდან, შინისკენ, მოხრილი ვბრუნდები, 
ვაკაკუნებ და კარს- 
-საკუთარი 
აჩრდილი 
მიღებს. 


@@@ 

ყურების ორთქლმავალს, კედლების სიმშვიდე-წყალივით დავუსხი, 
საღამო ობობის მოქსოვილ წინდაში-მდუმარედ გაება, 
ქალაქი, გარაჟში- აყენებს თავის თავს.შუა დღის ბახუსი- 
-დაღლილი კაცივით, უგანო ბილიკზე-ღიღინით დაეშვა. 
ჩვენ ახლა ვზივართ და არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ გაჩუმდი, 
შეხედე გარედან- 
-სამყარო თამბაქოს 
ჩამწვარი ღერია, 
და ყველა კითხვაზე, (ვხვდები რომ) შენს მიერ, ჩემდამი დასმული, 
მე ასე მარტივად- გეტყვი რომ (ძვირფასო) პასუხი-ღმერთია. 


*** 

კარს უკან ღამეს, ნაბიჯი აკრთობს, 
ფიქრი თავის თავს-კოცონში იწვავს, 
შენ კი კიბეზე ადიხარ ამ დროს, 
ადიხარ როგორც უფალთან წირვა. 

ღამე -მთვარეზე მუშტით ჰკიდია, 
ძილი -ოთახში თოვლივით დნება, 
მუსიკასავით მოვუსმენ დუმილს, 
დუმილს, რომელიც კარს იქით წყდება. 

ჯარის რიგივით დგანან დარდები, 
და მეწერება (უბრალოდ) ასე, 
და ყოველ დილით ასე მთავრდება, 
ის ჩამოდის და ჩემს რვეულს ავსებს. 

ქუჩას კვამლივით ასდის სიბნელე, 
საათი წამებს ჩიტივით კენკავს, 
ჰო სულ ასეა, (ბოლო დროს) ვზივარ 
და სიცივესთან ვთამაშობ სეკას. 

კარს უკან ღამეს, ნაბიჯი აკრთობს, 
ფიქრი თავის თავს-კოცონში იწვავს, 
შენ კი კიბეზე ადიხარ ამ დროს, 
ადიხარ როგორც უფალთან წირვა. 

იაშკას 

ზიხარ ოთახში, (ჩემო ძმაო) თვალებს აღამებ, 
ცხვირში სულ რაღაც, ასი გრამი- შეგდის ჰაერი, 
(ამრიგად იაშ) მთვარე არგებს ზეცას გასაღებს, 
სადღაც ლონდონში თავზე იჯვამს ვიღაც ფრაერი. 

გარეთ ამინდი ფეხით დადის- დიღმის ქუჩაზე, 
რწმენა კვამლივით გამოვუშვი ორგანიზმიდან, 
მოჩანს ბავშვობა (ნაცრისფერი) თვალის რუკაზე, 
და ძველებურად ბანალური რომანტიზმია 

ბაღებში, მთებში, ყველა არხზე, თბილისი ერთი 
დედამოტყნული ქალაქია (ორივემ ვიცით) 
ზეცამ სიბნელე გააბოლა, და როგორც კოქსი- 
ისე მინდა რომ გავიყნოსო სიცოცხლე ცხვირში. 


უსმინე 

უსმინე ამ ხმებს, არ მოტყუვდე, უსმინე მხოლოდ, 
ცა (ვინაიდან) დაღამდა და… (მოგჭამა ჭირი), 
უსმინე... ღმერთო... (სულ ასეა)ყველაზე ბოლოს- 
-მახსენდები და (სატირალზეც)არასდროს ვტირი. 
უსმინე პირველ ფოთოლცვენას (პირველი შენთვის) 
რომ ვინაიდან არ იყავი (ხაზს ვუსვამ) მსგავსი- 
-სანტიმენტალიზმრომანტიულ... პატარა შალე- 
-აგეგო, თუნდაც უტოპია, რომ ცივი სახლი- 
გაგეთბო- ფიქრით, ვიზიონით, სიზმარით, ლოცვით, 
სადაც კი ღმერთი ყოველ დილით თავიდან კვდება, 
სადაც... უფალო შემიწყალენ. სადაც კი ბოდვა- 
-ძილდამტვრეული სიზმარიდან კაცივით დგება. 
უსმინე ამ ხმებს, საკუთარი ყურების წივილს, 
ღამეს, სიჩუმეს, ან ქუჩების დარღვეულ დუმილს, 
უსმინე... კართან ბარგშეკრული დამდგარი- წასვლა, 
უსმინე როგორ ტრანსპორტივით გაჩერდა გული. 



შენ არ იცი 

შენ არ იცი, სადამდე მიგიყვანს 
ოთახის ბნელი კუთხეებიდან 
მოპარული ოქსიმორონი. ჰო, 
ზუსტად ასეა! შენი მზერა- 
-დაღლილი კაცივით აგდია ძირს. 
ამ დროს ძალიან ადვილი ხარ 
და თვალის ნახვრეტში გველივით ეტევი, 
ამ დროს ოტიტი-(უბრალოდ)ქარის ხმაა, 
ასეთ დროს ტკივილები-ელემენტებივით ჯდებიან. 
შენ შეიძლება დაინახო პატარა გოგონა, რომელიც- 
-ფერად ბუშტებს უხალისოდ მისდევს. 
მერე უხმოდ მიხვიდე მაგიდასთან 
და ყავის ჭიქაში დედამიწა ჩააგდო... 
სულ ერთი წამის საქმეა, დაბრუნდე იქ 
სადაც მთვარე მუდამ ერთ არხს აჩვენებს 
და მარცხენა ხელში სიგარეტი თავის თავს ეწევა. 
ხოლო მანამდე.... 
შენ არ იცი, სადამდე მიგიყვანს 
ოთახის ბნელი კუთხეებიდან 
მოპარული ოქსიმორონო.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 952 | დაამატა: ნონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 5:03 AM
თქვენი IP: 3.147.65.111
თარიღი: 2024-11-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz