საკმაოდ ძლიერი ვარ იმისთვის რომ უშენოდ ვიცხოვრო, ცხოვრება შენით არ დაწყებულა და არც დამთვრდება!!!
****
გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს. ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს, წამართვეს, გამწირეს, _ ეს მე არ მამცირებს, შემარქვეს, მომიგონეს, _მაინც ვერ დამიმონეს, დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს გადამაგდეს, მომპარეს, _ გმადლობთ მტერს და მოყვრეს.
****
აი, სულ ესა ვარ_ ხრიოკი ნაპირი დამშრალი მდინარის, ვისრუტავ შენს სითბოს და ვიოკებ ხვაშიადს, სანაცვლოდ ვერაფერს, ვერაფერს გპირდები- ვალში ვარ..
****
ხსოვნაში მინდა ჩამრჩე ისეთი,როცა პირველად მითხარ მიყვარხარ... სულში ჩავიკლავ ყველა ოცნებას და გეტყვი,წადი,აღარ მიყვარხარ...
****
შევცდი და მიწასთან გამასწორეს ,მესროლეს ტალახის გუნდები,მაგრამ არაფერს არ ვასწორებ,უკან არასოდეს ვბრუნდები.ვიგაცამ სინანულით შემომხედა_რა ქნას?_უშეცდომო ვინაა?ალბათ ბევრი რამე შეიცვლება,ჯერ ხომ ცხოვრება წინაა. ..
****
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური.....
****
აბსტრაქტულ ნახატს გადარებ და ფასი დაგადე ... შედევრის ! თუ ვინმე ყიდვას ინებებს რჩევასაც მივცემ .... აღარ ღირს !
****
ყოფიერების წუმპეში ჩაფლულს,დრო აღარ მრჩება,რამე ვიწამო,უბრალოდ წაგშლი წარსულიანად,რომ მომავალიც არ გამიწამო...
****
მე რომ შემეძლოს გამოვთქვა დარდი,მგონი ღრუბლები გაჩერდებოდა და სიბრალულით შემკრთალი ვარდი გულდათუთქული აცრემლდებოდა.