Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2201
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3064
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2307
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2281
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2200
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2679

ძებნა
მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » ლამაზი ლექსები
9:19 PM
ლამაზი ლექსები
უბრალოდ რამდენიმე ლამაზი ლექსი , სიყვარულზე, მეგობრობაზე, გრძნობაზე, მონატრებაზე, წარსულზე და მომავალზე...



****
მე მოვალ შენთან გუშინ ან შარშან,
შენ მოხვალ ჩემთან ხვალ ან გაისად
როცა კვირტები დაიწყებს გაშლას
როცა ხეხილი ნაყოფს დაისამს

როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის
ამქვეყნად ჩვენი როლის თამაში
რომ მე დაგიტქვამ შეხვედრის ადგილს
სადღაც წარსულში ან მომავალში



****

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.


***
გალაკტიონი,
ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს
თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე
ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო,
ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაკტიონი
შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა,
მარტოსული, და უსვამს მარტოს;
არ მიუხმია
ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად,
უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ... (მახლობლად
პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაკტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოეტი მეფე 
ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია
რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის…
აჰფეთქებია 
აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა
ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა,
შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია 
რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან
პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი
შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი
ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ
თხებივით და ომი დამცხრალა,
- ტიტე, ძამიკო! -
შეშლილივით აყვირებულა
გალაკტიონი
და ორთავე ატირებულა
ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული
ამოსჯდომიათ, 
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;
გადმოსცვენია 
შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ
სამდურავი იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები!
ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოეზია
უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა 
ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და 
გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი 
მე მიამბო "არაგვში” გალამ
და, თუ ვუმატებ,
ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს
ის წარწერა: "სულით და გულით!”
იქ, იმ სარდაფში
მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს,
ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს...
ლეგენდად დარჩეს,
მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!



***

რატომ არ მოდიოდი,
სხვასთან რატომ გაჩერდი?!
გული როგორ მტკიოდა!---
მარტო შენ მომარჩენდი.
ისევ ისე მომინდი,
ვუსმენ მტირალ კლავიშებს,
ერთხელ რომ გიპოვიდე,
მერე აღარ გაგიშვებ.

ცის ატლასებს გაგიშლი,
დაგსვამ ღრუბლის ბალიშზე.
სულსაც აღარ დაგიშლი,
სულაც არსად გაგიშვებ.

რატომ არ მოდიოდი,
სხვასთან რატომ გაჩერდი?!
გული როგორ მტკიოდა!---
მარტო შენ მომარჩენდი.



***

მინდა შეგიმკო თმები გვირილით,
მაგრამ შორსა ხარ ჩემგან ძალიან:
ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი ---
იცოდეს ყველამ --- შენი ბრალია.

ცხოვრება მიჰქრის ნაიღვარივით
და ჩემთვის თითქოს არა სცალია...
მქვია მდიდარი? მქვია ღარიბი?
მიზეზი შენ ხარ, შენი ბრალია.

ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები,
მინდა შეგიკრა ოქროს გალია!
მე თუ ვმაღლდები, მე თუ ვეცემი,
განა არა გრძნობ, შენი ბრალია.

გადაუარეს ბაღებს ქარებმა,
და ჩემს წინ ისევ ქარიშხალია...
ჩემი სიმშვიდეც და მღელვარებაც
მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია!











კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1333 | დაამატა: -Marriammi♥ | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 4:46 AM
თქვენი IP: 3.145.59.244
თარიღი: 2024-11-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz