ჯასტინ ბიბერი იმდენად ჩართულია სტუდიურ საქმიანობაში,
რომ სიმღერის ჩაწერისას, სელენა გომესსაც
კი არ აქვს უფლება სტუდიაში შევიდეს. ამის შესახებ მისი
პროდიუსერი კუკ ჰარელი
პორტალთან „HollywoodLife" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
პოპულარული მომღერლის მენეჯერის განმარტებით, ჯასტინს
უსაზღვროდ უყვარს სელენა, მაგრამ როდესაც საქმე ახალ ალბომს
„Believe" ეხება, მას სტუდიაშიც კი არ უშვებს.
ჯასტინის ახალი ალბომის „Believe" პირველი კომპოზიცია
„Boyfriend", გაყიდვაში 26 მარტს გამოვა.