|
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 29 » გოგო რომ ვყოფილიყავი... მაგარი სასაცილო ლექსია...
12:25 PM გოგო რომ ვყოფილიყავი... მაგარი სასაცილო ლექსია... |
გოგო რომ ვყოფილიყავი
წაბლისფერი თმა მექნებოდა
და ყავისფერი თვალები...
ეხლა ყველაფერი სხვანაირადა
ბიჭი ვარ და დანახულ გარემოსაც
ჩემი თვალების სიმწვანე დაჰკრავს..
გოგო რომ ვყოფილიყავი,
არაფერს გავაკეთებდი განსაკუთრებულს,
ყოველდღე სარკეში გავხედავდი
გოგოს,
რომელიც განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს
და მონდომებით დავივარცხნიდი თმას..
თმას გავიზრდიდი მხოლოდ იმიტომ
რომ შემეჭრა
და ტუჩის საცხის წასმის შემდეგ
მადისაღმძვრელად მოვმუწავდი ტუჩებს...
გოგო რომ ვყოფილიყავი
ყოველ დილით სპორტული შარვლის
ზონარებს გავიბანტავდი წელზე
და წავიდოდი სარბენ ტროტუარებზე,
რომლებზეც
ეხლა აუჩქარებლად დავდივარ..
გოგო რომ ვყოფილიყავი
მოკლე ფრიალა კაბებს ჩავიცვამდი
და თავს მოვიწონებდი
დილაადრიანი სირბილის შედეგით...
გოგო რომ ვყოფილიყავი
ნამცხვრებს მხოლოდ გამოვაცხობდი
და სხვას ვკითხავდი :
გემრიელია?
გოგო რომ ვყოფილიყავი
ჩემი ეხლანდელი ძმაკაცების
ბეჭებს და თითებს დავაკვიდრებოდი...
გოგო რომ ვყოფილიყავი,
ამ ლექსის ავტორზე ვიფიქრებდი
რომ ორიენტაციაში არ გაუმართლა
და ყავაზე დავპატიჟებდი...
გოგო რომ ვყოფილიყავი,
მაშინ, კი, მართლა არ გამიმართლებდა
ორიენტაციაში...
|
კატეგორია: სასაცილო ლექსები |
ნანახია: 1166 |
დაამატა: lasha
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
შესვლის ფორმა |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 საათი: 11:28 AM
თქვენი IP: 3.15.17.60 თარიღი: 2024-11-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
Block title |
Block content |
Block title |
Block content |
|