Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2201
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3064
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2307
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2281
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2200
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2679

ძებნა
მთავარი » 2012 » იანვარი » 6 » დიეტური რჩევები 30 წელს გადაცილებული ქალებისათვის
4:06 PM
დიეტური რჩევები 30 წელს გადაცილებული ქალებისათვის
ქალების 33%-ს 30 წლიდან ჭარბი წონა აღენიშნება და ეს არც არის გასაკვირი – შენელებული მეტაბოლიზმი, მუდმივი სტრესი და ვარჯიშისთვის დარჩენილი ძალიან ცოტა დრო თავის საქმეს აკეთებს.
დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი
როდესაც ქალი 30-ს გადააბიჯებს, მისი სხეული კუნთოვან მასას კარგავს და ადამიანი წონას იმატებს. ერთი მეორესთან არის დაკავშირებული: ენერგიის მოცულობა, რომელიც ორგანიზმის თვითუზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი, კუნთოვანი მასის მოცულობით განისაზღვრება.

რაც უფრო მეტია კუნთი, მით უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს ორგანიზმი, მით უფრო მეტი კალორია იწვება და ადამიანიც უფრო ტანადია. თუ კუნთი ნაკლები მოცულობისაა, მეტაბოლიზმის ტემპიც ეცემა. გამოსავალი: შეიძინეთ ან მოიძიეთ გადამალული სასწორი, დაიწყეთ ვარჯიში და აკონტროლეთ წონა. კუნთოვანი მასა ცხიმზე მძიმეა, ამიტომ ერთხანს წონის კლება შეჩერდება, პირიქით, შესაძლოა მცირე მატებაც კი შეამჩნიოთ. ინტენსიური ვარჯიშის შემთხვევაში ეს იმის მაჩვენებელია, რომ კუნთები იზრდება. ვარჯიში რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ. ასეთ შემთხვევაში ძალოსნური ვარჯიში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარდიოდატვირთვა. კვირაში 2-3-საათიანი დატვირთვა საკმარისია, რომ მეტაბოლიზმი დავაჩქაროთ. რაც შეეხება კუნთებს, აქ ყველაფერი მარტივადაა: თქვენ ან ზრდით კუნთოვან მასას, ან კარგავთ მას, თუ, რასაკვირველია, დაკარგეთ ფორმა. ამ დროს ერთადერთი საშუალება მეტაბოლიზმის გასაღვიძებლად ვარჯიშის ხელახლა დაწყებაა. დაყოვნება არ შეიძლება, რადგანაც ამ ასაკში კუნთები ძალიან სწრაფად შემოგვადნება ხელში.
აკონტროლეთ წონა
30 წლის ასაკში ბევრი ქალი უკვე დედაა. მათ უმრავლესობას მშობიარობიდან 2,5 წლის განმავლობაში არ შეუძლია გამოეთხოვოს ორსულობის დროს აკრეფილ 3-4 კილოგრამს. თუ ბავშვის დაბადების შემდეგ მოკლე ხანშივე არ დაიწყეთ ამ საკითხზე ზრუნვა, მომავალში გასუქების რისკი მნიშვნელოვნად იმატებს. დასკვნა: შეეცადეთ აკონტროლოთ წონა ორსულობის დროს, ყურადღება მიაქციეთ კალენდარსაც. ნუ გაიხდით ამ პერიოდში დევიზად "მე ორი ადამიანის სამყოფი უნდა ვჭამო”. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც წონის ნორმალური, თქვენთვის ფიზიოლოგიური მატების რუკის შედგენაში დაგეხმარებათ. თუ ორსულობისას 11-12 კილოგრამი მოიმატეთ, მას ბავშვის გაჩენიდან 1-1,5 თვეში დაიკლებთ, რადგან ძირითადი მასა უშუალოდ მშობიარობისას დაიკარგება. თუ მატება 15 კილოგრამია, მაშინ მასთან დასამშვიდობებლად საკმაო ჯაფა მოგიწევთ. ჩვეულებრივ, საწყის ფორმაში დასაბრუნებლად 10 თვიდან 2 წლამდეა საჭირო. ამ პროცესის დასაჩქარებლად საჭიროა დაბალანსებული კვება რაციონში ხილის, თევზისა და ფრინველის ხორცის უპირატესი შეტანით. მაგრამ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, არ ღირს დღიური კალორაჟის 1800 კკალ-ზე დაბლა დაშვება. გახსოვდეთ, რომ ბავშვი შესანიშნავი სავარჯიშო საშუალებაც არის – ხშირად ისეირნეთ მასთან ერთად სუფთა ჰაერზე, ატარეთ ხელით და თუ საშუალებაც გექნებათ, მასთან ერთად იარეთ აუზზეც.
სძლიეთ სტრესს
როდესაც სამსახურში ხშირად რჩებით გვიანობამდე, მოგემატათ დატვირთვა და მასთან ერთად პასუხისმგებლობაც, ორგანიზმის გამოფიტვა შორს აღარ არის. მიჩნეულია, რომ 30 წელს გადაცილებული ქალების მთავარი პრობლემაა შფოთვა და შიშის განცდა, იმის განცდა, რომ ვერაფერს ასწრებენ, არ შესწევთ უნარი, თავს დატეხილ პრობლემებს გაუმკლავდნენ. მიღებულია, რომ სტრესს ქალები ცხიმიანი და ტკბილი საკვებით "ინელებენ”. ამერიკელ მკვლევართა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ იმ ქალების 25%, რომლებიც ძალიან იტვირთვებიან და იღლებიან სამსახურში, ადვილად იმატებს წონას. ის, ვისაც სამსახურში მუდამ სტრესული სიტუაცია აქვს, უფრო მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის განვითარებისკენ. სტრესი ცვლის სხეულის ფსიქოლოგიას: ორგანიზმი ვეღარ ხვდება, რა არის მისთვის კარგი და რა – ცუდი. შედეგად კი ავადდება. გამოსავალი: ნუ მოინელებთ საკუთარ თავს! დაღლილობამ იცის მძიმე აზრების პროვოცირება: "ვერაფერს მოვასწრებ”, "რომ ვერ შევძლო?” ამგვარი ეჭვები დესტრუქციულია და უფრო ღრმად ჩაგაგდებთ დეპრესიაში. თანაც ამით ვერც სამუშაო გრაფიკის განტვირთვას შეძლებთ, ვერც დასვენებისთვის დროის გამონახვას და ვერც ბნელი აზრებისგან თავის დაღწევას. ცხადია, ნამცხვარი ამ შემთხვევაში სტრესთან ბრძოლის ყველაზე მარტივი და სასიამოვნო საშუალებაა. თანაც ტკბილეულის შთანთქმის სასარგებლოდ არგუმენტები ყოველთვის მოიძებნება: რთული სამუშაო, მძიმე გარემოებები… ნუ აჰყვებით ემოციებს. მოძებნეთ ალტერნატიული ვარიანტი: გაავლეთ ბარიერი თქვენი ამბიციურობის გზაზე. ნუ აიღებთ ისეთ პროექტს, რომელიც იცით, რომ გადაჭარბებულ მუშაობას მოითხოვს. არავინ გედავებათ, რომ თქვენ ამასთან გამკლავებას შეძლებთ, მაგრამ რის ფასად? თუ სამსახურში სტრესი გარდაუვალია, მოძებნეთ ისეთი ადამიანი, ვისაც დარდს გაუზიარებთ: დაუმეგობრდით კოლეგებს, გულითადად ესაუბრეთ ხელქვეითებს.
 

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 937 | დაამატა: Gi0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 4:40 AM
თქვენი IP: 3.148.108.144
თარიღი: 2024-11-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz