Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2201
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3064
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2307
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2281
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2200
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2679

ძებნა
მთავარი » 2012 » იანვარი » 18 » დეკემბრის გრძელი და სუსხიანი ღამეები
8:36 PM
დეკემბრის გრძელი და სუსხიანი ღამეები

დეკებმრის ცივი ღამეები ზოგჯერ ისე იწელება და სევდიანი ფიქრები ისე უცებ იყრის ჩემს გონებაში თავს,
რომ მინდება სწრაფად დავრჩე მარტო, მოვიმზადო ტკბილი ცხელი ჩაი, გავეხვიო პლედში, მოხერხებულად 
ჩამოვჯდე ფანჯრის რაფაზე და შორიდან ვუყურო ხმაურიან ქალაქს... მოციმციმე ნათურებს და რა თქმა უნდა
ვკითხულობდე რომელიმე კარგ წიგნს. ჭკვიანურს, სერიოზულს, არასერიოზულს ან სულაც უცნაურს, მაგრამ
აუცილებლად ისეთს, რომ შემდეგ დიდხანს გამყვეს მასზე ფიქრი,მახსენდებოდეს სავარელი მომენტები. სწორედ
ამიტომ შევქმენი თქვენთვის სია, აი დეკემბრული წიგნებისა და თბილი სასმელების, რომლებიც დაგეხმარებათ ამ
ცივი სამთრის გადაგორებაში. 





» 10 საინტერესო წიგნი, ცივ და გრძელ საღამოს საკითხავი.


წიგნის შინაარსის დაწერის მაგივრად 
გთავაზობთ იმ ადამიანების მოსაზრებებს ვინც
ახლახანს წაიკითხა ეს წიგნები
დეკემბრის გრძელი და სუსხიანი ღამეები

«გრაფი მონტე-კრისტო» 
The Count of Monte Cristo
ალექსანდრე დიუმა


« საერთოდ დიუმა უფროსის ნაწარმოებები ძალიან მომწონს, ეს კი ერთ–ერთი ჩემი საყვარელი წიგნია. ის ისე საინტერესოდ და რეალისტურად არის დაწერილი,რომ ისეთი შეგრძნება გიჩნდება თითქოს ერთ–ერთი პერსონაჟი ხარ, განიცდი და გიხარია ნაწარმოების გმირებთან ერთად. ეს არ არის მხოლოდ ერთხელ წასაკითხი წიგნი, დამიჯერეთ რამდენჯერაც წაიკითხავთ ამ წიგნს, იმდენჯერ რაღაც ახალს აღმოაჩენთ. +10 »


«სამი კაცი ნავში (ძაღლს თუ არ ჩავთვლით)»
Three Men in a Boat (To Say Nothing of the Dog)

ჯერომ კლაპკა ჯერომი


« თუ ამ წიგნის წაკითხვას დააპირებთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ იმორის გრძნობა, ისე არ ღირს არც ნავში ჩაჯდომა და სამოგზაუროდ წასვლა და არც აჩრდილებზე ისტორიების მოსმენა.ჯერომ კლაპკა ჯერომი – კლასიკოსია (იმედი მაქვს უბერებელი). მწერალი – კომოკოსი,რომელიც საოცრად ზუსტად აღწერს ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს (მაგრამ,არც გროტესკის გარეშე). თუმცა ამ ნაწარმოების კითხვის დროს, სიცილს და ხუმრობებს შორის მაინც გაგეპარებათ სევდიანი ღიმილი.»

«ბატონი სიკვდილი და წითური ქალი»

Mr. Death and the Redheaded Woman

ელენ ეუსტისი


«საერთოდ ზღაპრები ძალიან მიყვარს, ეს კი მათ შორის ყველაზე გამორჩეული ზღაპარია! ისტორია მამაცი გოგონას შესახებ რომელსაც თვით სიკვდილი შეუყვარდა. »

« მადიკენი და პიმსი »

Madicken och Junibackens Pims

ასტრიდ ლინდგრენი


« მე ხშირად ვკითხულობ ამ საყვარელ წიგნს - როცა ბავშვობაში დაბრუნება მინდება, ვიხსენებ ხუთი წლის ასაკში როგორ დავსდევდი ზღარბებს და ვკრეფდი მარწყვს, მჯეროდა თოვლის ბაბუის და საშიშ ამბებს როგორ ვყვებოდი ბნელ ოთახებში, ვთამაშობდი ჩემს დასთან ერთად , როგორ ვსრიალებდი ციგებით..
წიგნში მოთხრობილი ისტორია ძალიან მშვიდი, მყუდრო და ამავდროულად სასაცილოა. უბრალოდ არ ვიცი მის გარეშე რა მეშველებოდა ჩემი ცხოვრების რთულ მომენტებში. :)»
დეკემბრის გრძელი და სუსხიანი ღამეები

«მისი ბნელი საწყისები»

His Dark Materials

ფილიპ პულმანი


« აი ესეთ საჩუქარს გავუკეთებდი ჩემ ყველაზე ძვირფას ადამიანს. ეს წიგნი ამას იმსახურებს !
ტრილოგია უბრალოდ გასაგიჟებელია, როცა კითხვა დავიწყე ვიფიქრე ეს წიგნი 10-12 წლის ბავშვებისთვის არის თქო, მაგრამ გზადაგზა მოვლენების განვითარების შემდეგ მივხვდი,რომ საკმაოდ სერიოზული წიგნი იყო, ამის შემდეგ დიდი სიამოვნებით წავიკითხე წიგნის გაგრძელება ორიგინალში და თქვენ გირჩევთ »

დეკემბრის გრძელი და სუსხიანი ღამეები

«ზეცას არა ჰყავს ფავორიტები»

Geborgtes Leben

ერიხ მარია რემარკი


« საოცარი წიგნია! მას თითქმის ყოველ წელს ვკითხულობ. ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია და თქვენ გირჩევთ წაიკითხოთ! გულგრილი მის მიმართ არ დარჩებით»

«სახლი, რომელშიც...»

Дом, в котором... 

მარიამ პეტროსიანი


«ეხლახანს დავამთარე კითხვა.. რა შემიძლია ვთქვა.. მზად ვარ გადავშალო ისევ, ვიკითხო და ვიკითხო.ისე არ მინდა წავიდე სახლიდან,რომელშიც, ასე მგონია ყველა კუთხე ვიცი, ყოველი პატარა ნაპრალი ვიცი. წიგნის გმირები უკვე ჩემი ახლობლები გახდნენ.როცა ნაცნობებს ამ წიგნზე რეკომენდაციას უკეთებ ყველა გეკითხება რაზეა ის, რაზეა, და აშკარად იწყენენ როცა ამ სიტყვებს წარმოვთქვამ « წიგნი ინვალიდ ბავშვთა სახლზეა». ეს თემა რაღაც საოცარი ხერხით არის გახსნილი. მოქმედება თითქოს განსაკუთრებულ სამყაროში ხდება, სამყაროში რომლის გაგებასაც ყველა ვერ შეძლებს. ვერც კი გავიფიქრებდი,რომ ამ არც ისე პატარა წიგნიში ესეთი დიდი სამყარო იმალება! იმ გრძნობის აღწერა, რაც ბოლო ფურცლის გადაფურცვლის შემდეგ გეუფლება, ძალიან რთულია, შეუძლებელია. ასე მგონია რომ ამ წიგნს დიდი ხანია ველით! მინდა ვთქვა რინ სული გამინათდა! ბრავო, მარიამ !»


« სიყვარული სამი წელი გრძელდება»

L'amour dure trois ans

ფრედერიკ ბეგბედერი


ეს წიგნი ხელში ზუსტად იმ დროს ჩამივარდა როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდა. ის მე ისე ძალიან დამეხმარა, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ის სიყვარულზე, აღელვებაზე, შეყვარებაზე და ცრურწმენაზეა. უნდა წაიკითხოთ? რა თქმა უნდა, მიზეზგარეშე! წიგნი პირველ პირშია დაწერილი, რაც გვაგრძნობინებს, რომ ავტორი ახლოს არის ჩვენთან და რაც მთავარია გუახდილია. ვურჩევ წაიკითხონ იმ ადამიანებმა ვისაც უყვარს საკუთარ და სხვის თავში ქექვა. წიგნში სიუჟეტი თითქმის არ არის, სამაგიეროდ ბევრი ფსიქოლოგიაა».

დეკემბრის გრძელი და სუსხიანი ღამეები

«კავალერ დე გრიეს და მანონ ლესკოს ისტორია»

Histoire du chevalier des Grieux et de Manon Lescaut

აბატ პრევო


«ძალიან რომანტიული წიგნია სიყვარულზე და ბედი ყველანაირ გამოცდაზე. ყველას ვურჩევ ამ პატარა ისტორიის წაკითხვას, ამაღელვებელისი უჟეტით.
განსაკუთრებით მოეწონებათ გოგონებს და მათ ვისაც უყვართ წიგნები რომლებიც ნამდვილ გრძნობებზე მოგვითხრობს».


«უცნობი ქალის წერილი»

Letter from an Unknown Woman

შტეფან ცვაიგი
 

«ძალიან გულისამაჩუყებელი ისტორია.რთული და ახლო.სიუჟეტი არ არის გადაჭარბებული. ესეც ხდება ხოლმე.წიგნი ერთ ამოსუნთქვაში იკითხება».

» 10 თბილი სასმელი ცივი დეკემბრისთვის.

იმისთვის, რომ გულწრფელად გვიხაროდეს ზამთრის დადგომა, რომელიც არ აპირემს მისთვის განკუთვნილი 
დროის დათმობას და უკვე გვამცნო რომ "ის მოვიდა", სიცივეს შეიარაღებულები უნდა დავხვდეთ - უნდა 
ვისაწვლოთ თბილი,გემრიელი და რაც მთავარია გამთბობი სასმელების მომზადება, არ უნდა შემოვიფარგლოთ 
მხოლოდ ლიმნიანი ჩაით და ყავით. ფანტაზიაში აქ არ გზღუდავთ, შეგიძლიათ შეცვალოთ რეცეპტები როგორც 
მოგესურვებათ,მაგრამ არ დაგავიწყდე კომენტარებში თქვენი გამოცდილების გაზიარება ;)




შეშლილი ჩაი მექუდესგან

დიახ დიახ, სწორედ ამ შეშლილ სასმელს ასმევენ სტუმრებს, მარტის კურდღელი და მექუდე.:)
დეკემბრის გრძელი და სუსხიანი ღამეები

შენ დაგჭირდება:

2 ჭიქა - რძე
1 ჭიქა - წყალი
15 გრ - ხმელი შავი ჩაი
შაქარი გემონებით
10 ცალი - კარდამონი
წითელი მიხაკი
3 ცალი - ტკბილი წიწაკა
1-2 სმ - ჯინჯერის ფესვი
1 ჩ.კ. ჯავზი
½ ჩ/კ. - დარიჩინი

ჯინჯერის ფესვი გახეხე. კარდამონის მარცვლები, მიხაკი,ტკბილი წიწაკა და ჯავზი დანაყე სანაყში. რძეს შეურიე წყალი, მიიყვანე ადუღებამდე, დაამატე სანელებლები და ადუღე 2-3 წუთი. გემოვნებით დაამატე შაქარი და აურიე. ამის შემდეგ ჩაყარე ჩაი და აადუღე ნაზავი, ადუღების შემდეგ დაუწიე გაზს და ესე ადუღე 4-5 წუთის განმავლობაში. გადმოიღე სასმელი გაზიდან, დაახურე თავსაფარი და გქონდეს ესე რამდენიმე წუთი. ცხელი ჩაი გაფილტრე, გაანაწილე ჭიქებში და მაშინვე გაუმასპინძლდი სტუმრებს ან შენ თავს:)

სადღესასწაულო ჩაი ყურგიზულად

თუ შენ ჯერ კიდევ ვერ იგრძენი ახალი წლის სული სასწრაფოდ გაიმზადე ესეთი ჩაი!
დეკემბრის გრძელი და სუსხიანი ღამეები
შენ დაგჭირდება:

დარიჩინის და მიხაკი- გემოვნებით
1/5 - ცედრა ( ფორთოხლის ან ლიმონის გამხმარი კანი) 
1/2 ცალი - ლიმნის წვენი
1 ცალი -ფორთოხლის წვენი
ვანილის შაქარი - გემოვნებით 

დარიჭინი,მიხაკი და ლიმნის (ფორთოხლის)ქერქი ცაყარე პატარა ტომარაში და ჩადე ადუღებული წყლით სავსე ჭურჭელში,ამის შემდეგ დაადგი ის ძალიან დაბალ ცეცხლე და ადუღე. ამის შემდეგ დაამატე ლიმნის და ფორთოხლის წვენი და ადუღე კიდევ 3 წუთი. მზა ჩაი გაანაწილე ჭიქებში და მიირთვი ან გაუმასპინძლდი სტუუმრებს რაფინირებულ შაქართან ერთად.

ჩაი ფრიზლენდი (Frizlend)
ის, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან არ გაგათბობთ, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან გემრიელია! სწორედ ამიტომ მოხვდა ის ამ სიაში. სხვათა შორის, ამბობენ რომ ქრილი ნაღების ღრუბლების დამსახურებაა, რომ სასმელის ყოველი ყლუპი განსაკუთრებული არომატის მფლობელია.

შენ დაგჭირდება:

თეთრი შაქრის ნატეხები
6 ს/კ პატარა ფოთლიანი ჩაი
ნაღები (გემრიელი იქნება ცოტა ცხიმიანი რომ იყოს )

აადუღე 1 ლიტრი წყალი. ადუღებული წყალი ჩაის ასადუღებელ ჩაიდანში ისე ჩაასხი, რომ ჩაის ფოთლები მთლიანად დაიფაროს. ესე ხარშე 3 წუთი. ამის შემდეგ დაამატე დანარჩენილი ადუღებული წყალი. ფილტრის დახმარებით ჩაი სერვიზის ჩაიდანში გადაასხი ამის შემდეგ ჭიქებში ჩაყარე შაქრის ნატეხები და დაასხი ცხელი ჩაი. არავითარ შემთხვევაში არ მოურიო! ფრთხილად ჩაასხი ყოველ ჭიქაში ნაღები. შაქრის ნატეხები ნელ-ნელა გალღვება თქვენ კი დატკბებით ჩიას არომატით. ჩაის მიირთმევენ ვაფლთან და სხვა სასუსნავებთან ერთად.მმმ!


ცხელი შოკოლადი
მოიმზადეთ ის თუ არ გყოფნით სითბო და არ ხართ კომფორტულად.ან უბრალოდ თუ რაღაც ტკბილი გინდათ:)

შენ დაგჭირდება:
400 მლ/ლ რძე
1 ფილა შავი შოკოლადი
2 ჩ/კ შაქარი
დანის წვერი - ვანილი
2 ს/კ 
ნაღები

რძე დადგით დაბალ ცეცხლზე აადუღეთ და დაუმატეთ შაქარი და ვანილი, ამის შემდეგ შოკოლადი დატეხეთ პატარა ნატეხებად ჩაყარეთ რძეში და თან მუდმივად მოურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. გაათბეთ ჭიქები და ჩამოასხით მათში ცხელი შოკოლადი. დარჩენილი ნახევარი ფილა შოკოლადი დააფშვენით და მოაყარეთ ზემოდან.
ყავა ავსტრალურად
შენ დაგჭირდება:
4 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ყავის მარცვლები
1 კოვზი ცივი წყალი
4 დიდი ნაჭერი გამხმარი ლიმონის და ფორთოხლის ქერქი
2 ჩიას კოვზი შაქარი
მიხაკი
უბრალოდ ქერქი და მიხაკი ყავის მადუღარის ფსკერზე ჩაყარეთ ყავასთან ერთად. მოდუღებული სასმელი დაასხით სპეციალურად გამთბარ ჭიქებში თუ გსურთ დაამატეთ შაქარი.

ფრანგული კრემ-ყავა
უკომენტაროდ. - სახელიც კი უკვე გემრიელად ჟღერს:)
დეკემბრის გრძელი და სუსხიანი ღამეები

შენ დაგჭირდება:

250 მლ/ლ მზა ძლიერი ყავა
500 მლ/ლ რძე
4 სუქრის კოვზი ნაღები
150 გრამი შაქარი

შაქარი გახსენი რძეში, მიიყვანე მასა ადუღებამდე და დაუმატე ნაღები. მიღებულ მასას საასხით ყავა. აურიე და დაასხი ჭიქებში. სულ ესაა:)

პიტნა-შოკოლადის ყავა

მოსამზადებლად რთულია,მაგრამ ამად ღირს

შენ დაგჭირდება:

200 გ - ყავის მარცვლები
1/2 სუფრის კოვზი - კაკაოს ფხვნილი
2 სუფრის კოვზი პიტნის არომატიზატორი

პიტნა აურიე ყავის მარცვლებს და 1 საათით ღუმელში შედეთ 90° С _ზე. ამის შემდეგ ყავა დაფქვი ჩვეულებრივი მეთოდით რა თქმა უნდა პიტნასთან ერთად, მოადუღეთ ცხელი წყლით და დაუმატეთ კაკაო. მიღებული სასმელი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში მჭიდროდ დახურული დავსახურით.ამ ყავის დალევა შეგიძლიათ შემდეგი პროპორციებით 1 სუფრის კოვზი მასა 150გრ წყალთან ერთად. როგორც წესი სასმელს სადილის შემდეგ მიირთმევენ.


ესეც ასე.იმედია დაგეხმარებათ სტატია ზამთრის თბილად და ტკბილად გატარებაში:)
კატეგორია: გოგონებისთვის | ნანახია: 1211 | დაამატა: sally | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 4:59 AM
თქვენი IP: 18.188.227.64
თარიღი: 2024-11-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz