|
მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » დედა
|
დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ, რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს. შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ, და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი. შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად. დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას, მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება. ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ, ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა, დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!" შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს. დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა, მაგრამ არავინ მაფარებს საბანს
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 923 |
დაამატა: -Marriammi♥
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
შესვლის ფორმა |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 საათი: 5:04 AM
თქვენი IP: 3.12.123.41 თარიღი: 2024-11-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
Block title |
Block content |
Block title |
Block content |
|