Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2185
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3047
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2291
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2264
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2184
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2664

ძებნა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » ანეკდოტები!
8:18 PM
ანეკდოტები!
საგარეჯოში ამერიკელი ჩავიდა. დაინახა ვირზე კაცი ზის, თუშური ქუდი ახურავს და მიჩაკჩაკებს.
ამერიკელმა იარაღის გამოცდის მიზნით კაცის ქუდს დაუმიზნა, ესროლა და ქუდი მოხადა.
- ამერიკა "ჩიკაგო", - დაიძახა უცხოელმა
გლეხმა არც აცია არც აცხელა, გადმოიღო თოფი, ესროლა,შუბლი გაუხვრიტა და აღტაცებულმა შეჰყვირა:
- საგარეჯო, მიხაკო.



კახელი იმერეთშია სტუმრად, მასპინძელმა სუფრაზე ტოლმა მიიტანა. ცოტა ხნის შემდეგ მასპინძელი ეხვეწება სტუმარს:
- მიირთვი, შენი ჭირიმე!
- აღარ მინდა, შვიდი შევჭამე უკვე!
- შვიდი კი არა ცხრა შეჭამე მარა მიირთვი კიდე..



ჩამოვარდა თვითმფრინავი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაჩნდნენ ექიმები. ცოცხალი მხოლოდ ერთი კაცი გადარჩენილიყო რომელიც დადიოდა და ვალიას ხელს ეძებდა.
- ვალიას ხელი რათ გინდა? -ჰკითხეს ექიმებმა
- კაცო, ვალიას ხელი კი არ მინდა, რაც ხელში ეჭირა ის მინდა...



ფოთელი ეუბნება რაჭველს:
- ჩვენთან ფოთში თეატრი გვაქვენ.
- ჩვენთან ქვე შენი ჭირიმე რიონია.- პასუხობს რაჭველი.
- ჩვენთან ფოთში სტადიონი გვაქვენ.
- ჩვენთან ქვე შენი ჭირი მე რიონია.- პასუხობს რაჭველი.
- ჩვენთან ფოთში კინო გვაქვენ.
- ჩვენთან ქვე შენი ჭირი მე რიონია.- პასუხობს რაჭველი.
- რა გამიხურე შენი რიონით, ჩაგიფურთხე მაგ რიონში.- გაცხარდა ფოთელი.
- ქვე ჩამოგიტანს ფოთში.- პასუხობს რაჭველი.





რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ფასს ეკითხება.

-500 ლარი, შენი ჭირი მე.
-რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია.
-რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა?
-წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა.
იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის:
-ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ…



ორი მეთევზე ერთმანეთში საუბრობენ:
- გუშინ თევზი დავიჭირე ერთი მეტრა იქნებოდა სიგრძეში და 40 კილოს იწონიდა.
- ეგ რა არის მე ანკესი გადავაგდე და წყლიდან მე-12 საუკუნის შანდალი ამოვიღე და ზედ ანთებული სანთლები ეკეთა.
შეხედა პირველმა მეორეს და ეუბნება:
- მე რო თევზს 20 კილო მოვაკლო შენ სანთლებს ჩააქრობ?



ბავშვი მიდის სახლში.
_მამი, მამი სკოლაში ექსკავატორს მეძახიან
_რატომ შვილო მშვენიერი ყბები გაქვს, უბრალოდ პირი დახურე ავეჯი არ დაკაწრო..



გურული წეიყვანს შვილს აბანოში. ბიჭს დოუსრიალდება ფეხი და მამამისს ჩამეეკიდება სასქესო ორგანოზე. გურული ეუბნება:

– კიდო კაი დედაშენს არ გამოყევი თვარა ხო დაასხამდი ტვინს...



სვანს ტყვიას გაარტყავენ თავში წამოდგება და მსროლერს ეუბნება: "თვალში რო მომხვედროდა სად მიდიოდი"...



ცისფერების ფიქრები რიყეზე:

-უუუუფ რა არის რააა ერთი წვეტიანი ქვა არსად გდია რომ ადამიანმა ნორმალურად დაისვენოს...



ცხრა ძმა ხერხეულიძედან ერთ-ერთი ძმა მოიყვანს ცოლს.დანარჩნი 8 იძახის:
- იფ იფ რა თხილივით გოგოა...


ქუთაისის ბაზარში:

-ასატრინა გააქვთ?
-არა.
-ქაშაყი?
-არა.
-ლოქო?!
-არა.
-აბა, რა ჯანდაბა გაქვთ?!!
-არ გაგიგია, ოკეანეები რო მეიწამლა? მარტო ჭიჭყინა გვაქ.

-რავა, ჭიჭყინები პროტივოგაზებით დაცურავენ?!



აშოტას ეკითხებიან :

-რა გვარი ხარ?
-დადიანი! -პასუხობს აშოტა
-ძალიან ცნობილი გვარია!
-ცნობილი იქნება, ცავატანემ აბა რა ოცი წელია ამ უბანში საპოჟნიკი ვარ



ტიპი მივიდა ყასაბთან ხორცის საყიდლად და ეკითხება:

გული გაქვთო? არაო
ჯიგარი გაქვთო? არაო
ტვინი გაქვთო? არაო
-რაია სიმონ პოლიციელი დაკალით?



მუცელში ჩანგალგაყრილი კაცი მივა ექიმთან
-ექიმო მიშველე რამე
-ვერაფრით დაგეხმარები, სამუშაო საათები დასრულებულია
-ექიმო რამით მაინც დამეხმარე
ექიმი გამოაძრობს ჩანგალს და გათხრის თვალში
-აჰა ოკულისტთან წადი, რვამდე მუშაობს.
კატეგორია: ანეკდოტები | ნანახია: 1170 | დაამატა: BlackJack | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0

საათი: 1:43 PM
თქვენი IP: 18.118.162.201
თარიღი: 2024-09-21
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz