Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2201
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3064
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2307
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2281
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2200
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2679

ძებნა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » ანეკდოტები
2:19 PM
ანეკდოტები
***

წარმოგიდგენია? მან მთხოვა დამემტკიცებინა მისთვის, რომ აქლემი არა ვარ.

– იმედია, დაუმტკიცე.

– არა, მივაფურთხე და წამოვედი




***

მიხო შეყვარებულ წყვილთან მოხვდა მატარებლის კუპეში.

გოგო: თავი მტკივა

ბიჭი:მოდი გაკოცებ და მოგირჩება

ცოტა ხნის შემდეგ.

გოგო: თვალი მტკივა

ბიჭი:მოდი გენაცვალე გაკოცებ და მოგირჩება

ცოტა ხნის შემდეგ.

გოგო: ტუჩები მტკივა

ბიჭი:მოდი გაკოცებ და მოგირჩება

მიხო დაფიქრდა და ბიჭს ეკითხება;

ჯო ბუასილს მაარჩენ?:D




***

ახალბედა სიძეებისთვის

თუ სიდედრი გირეკავთ და გეკითხებათ როგორ შეცვალოს გადამწვარი ნათურა, სწორი პასუხი ასე უნდა იწყებოდეს:

-ხელები კარგად დაისველეთ...

***



ქუთისელმა ომის ვეტერანმა ბუფეტში ლუდი მოითხოვა.

-რაია ბუჯო, ე ამჟვებული პივა, ეგი მეკუთვნის ომის ვეტერან კაცს?!

-შემეგეშვათ აბა ბიძია გერმანელები და დაგალევინებდნენ ბავარიულ პივას




***

ქმარი:

-შენი ვარცხნილობა, მშვენიერ ზმანებას ჰგავს.

ცოლი:

-შენი შიშველ რეალობას




***

ახალგაზრდა ბიჭი აფთიაქში შევიდა და გამყიდველს ეუბნება:

-თუ შეიძლება ერთი პრეზერვატივი მომეცით, დღეს ჩემს შეყვარებულთნ მივდივარ...ანდა, ორი ცალი მომეცით, სხვათა შორის მისი დაც კარგად გამოიყურება...ჯანდაბას სამს ავიღებ, დედამისსაც არა უშავს რა. იყიდა და შეყვარებულის სახლშიც ავიდა...ვახშამი ოჯახურ გარემოში წარიმართა. მთელი საღამო ბიჭმა არც საჭმელს დააკარა პირი და ხმაც არ ამოუღია. როდესაც განმარტოვდნენ შეყვარებული ეკითხება:

- რა გჭირს ძვირფასო, საჭმელი არ მოგეწონა?

-საჭმელი კი მომეწონა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, მამაშენი თუ აფთიაქში მუშაობდა.



***

-როდესაც ბებიაჩემი 60 წლის გახდა, ექიმმა ურჩია დღეში 5 კმ. ფეხით ევლო...ახლა 90 წლისაა და წარმოდგენა არ გვაქვს სადაა.




***


ვალოდა ეკურკურება გოგოს:

-მოდით, რამე მშვენიერზე ვისაუბროთ.

-მოდით.

-კუჭი ხომ არ გაქვთ აშლილი?

-არა

-რა მშვენიერია




***

-აუ გუშინ მეშვიდე მანქანა მომპარეს.

-მერე არაფერი მოიმოქმედე?

-კი როგორ არა. გადავწყვიტე მე-8 აღარ ვიყიდო და ვიბლაყუნო აწი ფეხით






***

მეგრელი მიდის ეზოში და კალოში გაძვრება...აიღებს სვანი და ეტყვის აღარ გაძლევო. მეგრელმა კალოში მოიტანეო, მაგრამ სვანი არ აძლევს და ეტყვის კალოშს აჯდებიო. მეგრელი: კალოშს კი არა შენ დაგაჯდები ახლა კალოშს თუ არ მოიტანო





***

1992 წელია. ოზურგეთში ისევე როგორც მთელ საქართველოში, ცუდი დროა. ერთ-ერთ ოჯახში შევიდა ”მესოჩიკე” მრიცხველის შესამოწმებლად.

-აი რაია, ძამა, შენმა ”სოჩიკმა” რეიზა არ დაწერა მთელი თვის მანძილზე აფერი?

-აი ”სოჩიკი” ძამა ეგნატე ნინოშვილი კი არაა ლამპის შუქზე დეეწერა რამე




***

ვაკიჯვარში ქათმის ფერმას ცეცხლი გაუჩნდა. ერთი უბედურებაა. რა თქმა უნდა დარეკეს სახანძროში, ჩქარა მოდით მოგვეშველეთო. გადის დრო და სახანძრო აგვიანებს. კაი ხნის მერე რეკავენ ისევ ვაკიჯვარელები სახანძროში:

-კაი, აღარ გინდათ წყალი, ტყემალი წამეიღეთ ტყემალიოოო:D







***

-რას დალევთ, სერ?

-არაფერს, ერთხელ დავლიე და არ მომეწონა.

-სიგარას ხომ არ მოწევდით, სერ?

-არა გმადლობთ, ერთხელ გავსინჯე და არ მომეწონა. და ცნობისთვის მე აქ ჩემს ვაჟს ველოდები...

-თუ სწორად მიგიხვდით, თქვენ ვაჟიც ერთი უნდა გყავდეთ, სერ...:)




***

ქვრივთან შედის მეზობელი კაცი და სარეცელის გაზიარებას სთავაზობს:

-გაგიჟდი? მე ხომ ორი დღეა რაც ქმარი დავმარხე

- გასაგებია, მაგრამ ისე მინდიხარ, დარწმუნებული ვარ, რომ ის გამიგებდა.

-კარგი მიდი, ოღონდ ნელა და მწუხარე სახით)))




***

-რომელი ფრინველია ყველაზე სასარგებლო?

-მწყერი კეცზე:)




***

გურული ფსამს ქუჩაში სტოლბასტან და დაადგება მილიცია

- ჰააა დაგიჭირო ახლა?

- არა ძამა, მიჭირავს უკვე




***

- რაა გამოცდა? _ ეკითხება სტუდენტს პროფესორი

- საუბარი ორ ჭკვიან ადამიანს შორის _ პასუხობს სტუდენტი

- თუ ერთი მათგანი უტვინოა?

- მაშინ მეორე უსტიპენდიოთ დარჩება:D:D:D





***

ნაბახუსევი პროფესორი გამოცდას ატარებს:

– ვინ არის დარწმუნებული, რომ საგანი ხუთიანზე იცის?

ხელი ორმა სტუდენტმა ასწია.

– მომეცით თქვენი ჩათვლის წიგნაკები, – ეუბნებათ პროფესორი და ხუთიანებს უწერს.

მცირე ხანში ისევ კითხულობს:

– ვინ იცის საგანი ოთხიანზე?

ნახევარი აუდიტორია ასწევს ხელს.

– მომეცით თქვენი ჩათვლის წიგნაკები, – ეუბნება პროფესორი და ყველას ოთხიანს უწერს. იგივე განმეორდა სამიანზეც. ამ დროს აუდიტორიიდან ისმის შეკითხვა.

– პროფესორო, როდის იქნება გადაბარება?

– ახლავე დავიწყოთ, – პასუხობს პროფესორი, – აბა, რომელი თქვენგანია დარწმუნებული, რომ საგანი ხუთიანზე იცის?




***

ერთი მხატვარი მეორეს ეკითხება:

– გეთაყვა, ოდესმე თუ გიცდიათ კვერცხების შეღებვა?

– კი, ვცადე ერთხელ, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

– რატომ, კოლეგავ?

– მომეღუტუნა და შევეშვი..:D





***

საგიჟეთში ორი გიჟი ერთმანეთს ესაუბრება:

- შენ ვინ ხარ?

-იულიუს კეისარი

-მერედა ეს ვინ გითხრა?

-თავად უფალმა მაუწყა

საუბარში მესამე გიჟი ჩაერია:

-გატყუებს მისთვის არაფერი მითქვამს




***

-ექიმო,ჩემი ცოლი ძილში ლაპარაკოპს

-და რას ამბობს?

- სულ ერთსა და იმავეს იმეორებს: არა ვასო, არაო.

-ამაში საშიში არაფერია

-კი, მაგრამ მე მიხო მქვია

-საშიში მაინც არაფერია, სანამ უარზეა




***

სველი ანეკდოტი:.........დღლუმპ!...
კატეგორია: ანეკდოტები | ნანახია: 1138 | დაამატა: BlackJack | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 -Marriammi♥   (2012-02-10 2:21 PM) [Entry]
smile smile smile smile biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საათი: 8:49 AM
თქვენი IP: 3.15.228.32
თარიღი: 2024-11-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz