|
მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » ადამიანის ხასიათი მისი კალიგრაფიის მიხედვით
7:03 PM ადამიანის ხასიათი მისი კალიგრაფიის მიხედვით |
გთავაზობთ ტესტს, რომელიც საკუთარი თავის შეცნობაში დაგეხმარებათ.
სუფთა, უხაზო ფურცელზე რამდენიმე წინადადება დაწერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუსაბამეთ თქვენი ხელწერა ტექსტში მოცემულ პუნქტებსა და ქულებს:
1. ასოების ზომა
ა) ძალიან პატარა - 3 ქულა; ბ) პატარა - 7 ქულა; გ) საშუალო - 17 ქულა; დ) მსხვილი - 20 ქულა.
2. ასოების დახრილობა
ა) მარცხნივ დახრილი - 2 ქულა; ბ) მარცხნივ მცირედ დახრილი - 5 ქულა; გ) მარჯვნივ დახრილი - 14 ქულა; დ) მარჯვნივ მკვეთრად დახრილი - 6 ქულა; ე) თანაბარი - 10 ქულა.
3. ასოების ფორმა
ა) მრგვალი - 9 ქულა; ბ) კვადრატული - 10 ქულა; გ) წაწვეტებული - 19 ქულა.
4. ტექსტის მიმართულება
ა) ზემოთ მიმართული სტრიქონები - 16 ქულა; ბ) ქვემოთ მიმართული სტრიქონები - 1 ქულა; გ) სწორხაზოვანი სტრიქონები - 12 ქულა.
5. ფურცელზე კალმის დაჭერის სიძლიერე
ა) მცირე - 8 ქულა; ბ) საშუალო - 15 ქულა; გ) ძალიან ძლიერი - 21 ქულა.
6. ასოების წერის სტილი
ა) სიტყვაში ასოების გადაბმა - 11 ქულა; ბ) სიტყვაში ასოების განცალკევება - 18 ქულა; გ) შერეული სტილი - 15 ქულა.
7. საერთო მახასიათებელი
ა) მონდომებით, აკურატულად დაწერილი ტექსტი - 13 ქულა; ბ) ალაგ - გარკვევით, ალაგ - ბუნდოვნად დაწერილი ტექსტი - 9 ქულა; გ) დაუდევრად, გაურკვევლად დაწერილი ტექსტი - 4 ქულა.
შეაჯამეთ ქულები და იხილეთ პასუხები, მაგრამ გაფრთხილებთ: თუკი პასუხი არ მოგეწონათ, გუნება არ გაიფუჭოთ, რადგან გახსოვდეთ: ტესტი ხომ მაინც თამაშია და გასართობად შემოგთავაზეთ!
38-51 ქულა - ასეთი კალიგრაფია სუსტი ჯანმრთელობის, ადამიანებს ახასიათებს;
52-63 ქულა - ასე მხდალი, პესიმისტი და ფლეგმატური ადამიანები წერენ.
64-75 ქულა - ისინი მერყევი, ლმობიერი, თავმდაბალი, მოწესრიგებული, ოდნავ გულუბრყვილო ადამიანები ჩანან, თუმცა ღირსება აქვთ;
76-87 ქულა - გულწრფელები არიან. მგრძნობიარე ბუნების წყალობით იოლად ექცევიან შთაბეჭდილებების ტყვეობაში. არიან კარგი მეოჯახეები.
88-98 ქულა - გამოირჩევიან პატიოსნებითა და წესრიგით, ძლიერი და მტკიცე ნებისყოფით. მამაცები, ინიციატივიანები და საზრიანები არიან.
99-109 ქულა - ინდივიდუალისტები, ფიცხები, გონიერები, ნიჭიერები და სხარტად მოაზროვნენი არიან, გამოირჩევიან დამოუკიდებელი აზროვნებითა და გადაწყვეტილებებით. ადვილად სწყინთ.
110-ზე მეტი ქულა - ასე წერენ უპასუხისმგებლო, უდისციპლინო, უხეში და ამპარტავანი ადამიანები.
ირმა ხარშილაძე გაზეთი "სიახლე" (გამოდის ხუთშაბათობით)
|
კატეგორია: ტესტი |
ნანახია: 1187 |
დაამატა: sally
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
შესვლის ფორმა |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 საათი: 4:52 AM
თქვენი IP: 3.143.203.129 თარიღი: 2024-11-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
Block title |
Block content |
Block title |
Block content |
|