Block title
Block title
შევცვალოთ საიტის დიზაინი ?
სულ უპასუხა: 225
Block title
Block title
ყურადღება !!
კომენტარები: 1 ნანახია: 2185
დათუნიები
კომენტარები: 3 ნანახია: 3047
Belive In Your Dreams 13
კომენტარები: 5 ნანახია: 2291
სტატუსები..
კომენტარები: 1 ნანახია: 2264
გოგოებო თქვენთვის
კომენტარები: 2 ნანახია: 2184
ყურადღება
კომენტარები: 26 ნანახია: 2664

ძებნა
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 13 » 20 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ყურებამდე შეყვარებული ხართ
9:53 PM
20 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ყურებამდე შეყვარებული ხართ


20 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ყურებამდე შეყვარებული ხართ
უკვე დარწმუნდი შენს გრძნობებში თუ ჯერ კიდე ფიქრობ გიყვარს თუ არა? ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ ამ საკითხის გარკვევაში. კარგად წაიკითხე თვითოეული `სიმპტომის~ შესახებ და დაითვალე რამდენი მათგანი გახასიათებს. შემდეგ ნახე პასუხებში შეყვარებული ხარ თუ არა.


  1, მის დანახვაზე მოუსვენრობა გემართება და დალაგებული ტექსტი გერევა, იბნევი და არ იცი რა თქვა.
  2, მის გარემოცვაში შენ იბნევი და ინაზები, თუმცა სხვა დროს თავდაჯერებული ხარ და მიგაჩნია რომ ეს ძველმოდური გრძნობა ”სიყვარული” შენ არ გემუქრება.


  3, კითხვა ”ნეტა როგორ გამოვიყურები?” სულ თავში გიტრიალებს როცა მასთან შესახვედრად ემზადები და მაშინაც კი როცა ერთად ხართ.


  4, თვითოეულ მის შეკითხვაზე იბნევი და ბორძიკობ არ იცი როგორ უპასუხო, შემდეგ ძალის მოკრეფა გიწევს რომ დალაგებულად გასცე პასუხი. ან ისეთ პასუხს სცემ რომ შენ თვითონვე დამორცხვებული ეკითხები, ”გასაგებად აგიხსენი? თუ ვერ.....”


  5, სხვა მამაკაცებთან თამამი ხარ, თავისუფლად ხუმრობ, არ გეშინია, რომ მათ რაიმე ეწყინებათ. მასთან კი ფიქრობ თვითოეულ სიტყვაზე ”ვთქვა თუ არა?, რომ ეწყინოს? ”.


  6, წვეულებაზე მის დანახვაზე მოსვენებას კარგავ, ფიქრობ მიხვიდე თუ მას დაელოდო, ჯერ მან შეგამჩნიოს, გამოიცეკვო? მერე არ იფიქროს რომ აეკიდე, და სხვა მამაკაცისკენ მიემართები.


  7, მის გვერდით სხვა გოგო შეამჩნიეთ, ნებისმიერი, მახინჯი თუ ლამაზი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა. შენ აანალიზებ: ”რათქმაუნდა ის არ იქნება მარტოხელა” შენ ეჭვიანობ და შენი ხასიათი მაშინვე ფუჭდება.


  8, მასთან საუბრის შემდეგ შენ იწყებ დიალოგის გაანალიზებას. უკვირდები რა გითხრა მერე შენ რა უპასუხე, გახსენდება რომ რაღაცაზე უადგილოდ გაგეცინა დაბნეულობისაგან ბრაზდები საკუთარ თავზე, ”რა შტერი ვარ რამ გამაცინა ის ხომ იფიქრებს რომ მე სულელი ვარ”


  9, როდესაც მიდიხარ იქ სადაც ის გეგულება, შენ საგულდაგულოდ არჩევ რა ჩაიცვა, როგორი მაკიაჟი გაიკეთო, მიდიხარ სალონში და ყველანაირად ცდილობ გახდე ”მის მომხიბვლელობა”.


  10, შენ შემთხვევით ხვდები მას, მაშინ როცა უბრალოდ სახლის ფორმაში გამოწყობილი, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე მაღაზიაში ჩადიხარ. ”რა საშინელებაა, ეს რა დამემართა, რაღა ეხლა შემხვდა, მოწესრიგებული მაინც ვყოფილიყავი” ხასიათი საშინლად გიფუჭდება.


  11, საუბარში მან რომელიმე წიგნი ახსენა და ზოგადად გამოთქვა მასზე დადებითი აზრი, შენ მაშინვე შემოივლი ყველა მეგობარს და მაღაზიას ამ წიგნის საშოვნელად და ერთ ამოსუნთქვაზე კითხულობ. კითხულობ და ერთ ერთი გმირში მას ხედავ, მეორეში კი შესაძლოა საკუთარ თავს ეძებ და გგონია, რომ მის შესახებ ისეთი რამ შეიტყვე რაც სხვამ არ იცის.


  12, მასთან შესახვედრად წასვლას აპირებ და ჩანთაში შენს საყვარელ სურათებს დებ, ”ნუ რა იცი რა ხდება...იქნებ დათვალიერება მოუნდეს”


  13, შენ ყურადღებით უსმენ ყველას ვინც ერთ სიტყვას მაინც იტყვის მასზე, გაინტერესებს ყველაფერი, ვინ არიან მისი მშობლები, ვის ხვდებოდა ის შენამდე...


  14, შენ აქტიურად იწყებ სიარულს მკითხავებთან, უაზროდ შლი კარტს მის სახელზე და თუ ამოგივიდა _ ”შენ ის მიგატოვებს”, მაშინ ხელახლა იწყებ კარტის გაშლას მანამ, სანამ არ ამოვა-”ის შენი ბედია სიკვდილამდე”.


  15, როგორც კი გაიგებ მისი ზოდიაქოს ნიშანს, მაშინვე აკვირდები ეწყობით თუ არა ერთმანეთს.


  16, თუ იცი რომ ის წუთიწუთზე მოვა იქ სადაც შენ ხარ, მაშინვე გასწორდები, ფეხს ფეხზე გადაიდებ და ქვედაბოლოს ოდნავ ზევით აწევ, ან დეკოლტეს გაიღრმავებ.


  17,თუ იცი რომ დღეს უნდა ნახო, შენ იღვიძებ ადრიანდ და მხიარულად. ქუჩაში გამოდიხარ ლაღი ღიმილით და გარემოც ბევრად მხიარული გეჩვენება. თითქოს ყველა ბედნიერია.


  18, ხანდახან შენ წარმოიდგენ თუ როგორ გკოცნის და გეფერება ის, თუმცაღა ის დღესდღეობით მხოლოდ გიღიმის.


  19, როდესაც შემთხვევით ან შეგნებულად ის ხელზე გეხება, ჟრუანტელი გივლის და ისეთ სითბოს გრძნობ, რომ გინდა ეს წამი სამუდამოდ გააჩერო.


  20, შენ გაინტერესებს ისეთი სტატიები როგორიცაა ”როგორი ქალები მოწონთ მამაკაცებს”, ” 20 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ყურებამდე შეყვარებული ხართ”, ასევე აქტიურად ავსებთ ტესტებს მაგალითად - ”რამდენად სექსუალური ხართ”........

პასუხები:

   თუ თქვენ გრძნობთ რომ 15 დან – 20 ნიშანი ემთხვევა თქვენს გრძნობებს, მაშინ თქვენ ის თავდავიწყებით გიყვართ. გისურვებთ ბედნიერებას და გირჩევთ ძალიან არ ჩაიძიროთ ამ სიყვარულში, გახსოვდეთ პირველ რიგში საკუთარი თავი გიყვარდეთ.


   თუ თქვენ გრძნობთ რომ 10 დან – 14 ნიშანი ემთხვევა თქვენს გრძნობებს, მაშინ თქ� ��ენ გიყვართ, მაგრამ თავი არ დაგიკარგავთ, ცდილობთ არ დააფრთხოთ თქვენი სიყვარულით და ექცევით ისე, როგორც სხვა მამაკაცებს. იმედს იტოვებთ, რომ ის პირველი გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს.


   თუ თქვენ ძლივს ახვედით 1დან -9 ქულამდე, მაშინ თქვენ საკმაოდ კარგად შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი გრძნობები.
  და თუკი თქვენ არცერთ შემთხვევას ზემოთ ჩამოთვლილიდან არ გრძნობთ, მაშინ თქვენ შეყვარებული არ ხართ, მაგრამ დრო ტყუილად არ დაგიკარგავთ თქვენ უკვე იცი რას გრძნობენ შეყვარებული ქალები
კატეგორია: რჩევები | ნანახია: 983 | დაამატა: -Marriammi♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი



TOP ავტორები

null -Marriammi♥
null305
null602
null28


null sally
null196
null304
null12


null Gi0
null142
null28
null0


null gio2012
null63
null7
null0


null თამთა
null60
null108
null2

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 5:40 PM
თქვენი IP: 3.144.13.164
თარიღი: 2024-09-21
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
Block title
Block content
Block title
Block content

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz